♠ მუხლი 302. საჩივრის განხილვა / Article 302 - Resolving an appeal

1. დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს 20 დღის ვადაში.
2. დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.
3. თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დავების განხილვის საბჭო საჩივარს განიხილავს შემოსავლების სამსახურში გასაჩივრებული დავის საგნის ფარგლებში.
4. დავის განმხილველ ორგანოს ან მის აპარატს უფლება აქვს, მოსთხოვოს მომჩივანს ან საგადასახადო ორგანოს საჩივრის შესახებ დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოდგენა, რა დროსაც ჩერდება საჩივრის განხილვა.
5. საჩივარი განიხილება მომჩივნის მონაწილეობით.
6. შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს, მომჩივნის დაუსწრებლად განიხილოს საჩივარი, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
7. საჩივრის ზეპირი განხილვის დროისა და ადგილის შესახებ მომჩივანს ეცნობება დავის განმხილველი ორგანოს ხელთ არსებული საშუალებით, მათ შორის, ტელეფონით, დაზღვეული ან ელექტრონული ფოსტით, მოკლე ტექსტური შეტყობინებით და სხვა.
8. მომჩივანთან დაკავშირების შეუძლებლობის, მისი მოუძიებლობის ან საჩივრის ზეპირ განხილვაზე მომჩივნის გამოუცხადებლობის შემთხვევაში საჩივარი მის დაუსწრებლად განიხილება.
9. მომჩივანს უფლება აქვს, თავისი ინტერესები დაიცვას პირადად ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით.
10. სხდომის მიმდინარეობისას მომჩივანს ან/და მის წარმომადგენელს უფლება აქვს, სხდომას დაესწროს პირადად ან დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით.

1. A dispute resolution body shall resolve an appeal within 20 days.

2. A dispute resolution body shall resolve an appeal only to the extent of the appellant’s claim.

3. Unless otherwise provided for by this Chapter, a dispute resolution body shall resolve an appeal to the extent of the subject of the dispute appealed with the Revenue Service.

4. A dispute resolution body or its staff may request that the appellant or the tax authority produce additional information/documents about the appeal, at which time the proceedings for resolving the appeal shall be suspended.

5. The appeal shall be resolved with the participation of the appellant.

6. The Revenue Service may resolve an appeal in the absence of the appellant if the available materials fully establish the factual circumstances related to the subject of the dispute.

7. The appellant shall be notified of the time and venue of an oral hearing of an appeal by any means at the disposal of the dispute resolution body, including phone, registered mail or electronic mail, SMS, etc.

8. If the appellant cannot be contacted or found, or fails to appear at the oral hearing of the appeal, the appeal shall be heard in absentia of the appellant.

9. The appellant may defend his/her interests personally or through his/her authorised representative.

10. During the hearing, the appellant and/or his/her representative may attend the hearing in person or remotely, by using a technical device.