♠ მუხლი 301. საჩივრის განხილვაზე უარის თქმა / Article 301 – Refusal to resolve an appeal

დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ:
ა) მომჩივანი უარს აცხადებს დავის გაგრძელებაზე;
ბ) მოთხოვნის საგანი სცილდება დავის განმხილველი ორგანოს განსჯად საკითხებს;
გ) საჩივარი წარდგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ;
დ) არ არსებობს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება;
ე) გასულია საჩივრის წარდგენის ვადა;
ვ) საჩივარი არ აკმაყოფილებს პროცედურულ მოთხოვნებს და მომჩივანმა ხარვეზი არ გამოასწორა დავის განმხილველი ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში;
ზ) არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება;
თ) გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოცემულია იმავე პირის მიმართ იმავე დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად;
ი) მომჩივანმა იმავე დავის საგანზე მიმართა სასამართლოს;
კ) მომჩივანი გარდაიცვალა ;
ლ) გასაჩივრებულ საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია აღიარებული საგადასახადო დავალიანება. საჩივარი არ განიხილება აღიარებული საგადასახადო დავალიანების ნაწილში;
მ) მომჩივნის მოძიება შეუძლებელია;
ნ) საჩივარი ანონიმურია;
ო) გასაჩივრებულ საგადასახადო დავალიანებაზე გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება.

The dispute resolution body shall not resolve an appeal if:

a) the appellant refuses to continue the dispute;

b) the subject of the claim falls beyond the scope of authority of the dispute resolution body;

c) the appeal has been lodged by an unauthorised person;

d) there is no decision of the tax authority;

e) the time limit for lodging the appeal has elapsed;

f) the appeal does not meet the procedural requirements and the appellant has failed to remedy the shortcoming within the time limit fixed by the dispute resolution body;

g) there is a decision made by the same body on the same subject of the dispute with relation to the same appellant;

h) the appealed decision has been issued with relation to the same person pursuant to a decision made by the same dispute resolution body;

i) the appellant has applied to the court with respect to the same subject of the dispute;

j) the appellant has passed away;

k) the appealed Tax Notice reflects an acknowledged overdue tax liability. The appeal shall not be resolved with respect to the acknowledged overdue tax liability;

l) the appellant cannot be found;

m) the appeal is anonymous;

n) a tax agreement has been signed with respect to the appealed overdue tax liability.