♠ მუხლი 299. საგადასახადო დავის დაწყება / Article 299 - Initiating a tax dispute

1. საგადასახადო ორგანოს მიერ პირის მიმართ ამ კოდექსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დავის განმხილველ ორგანოში ამ თავით დადგენილი წესით.
2. საგადასახადო შემოწმების აქტი და მის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება ამ დოკუმენტების საფუძველზე გამოცემულ საგადასახადო მოთხოვნასთან ერთად. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი/ბრძანება საჩივრდება ამ თავით დადგენილი წესით.
3. მაკონტროლებელი ან სამართალდამცავი ორგანოების მიერ საგადასახადო ორგანოსათვის მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე გამოცემული საგადასახადო მოთხოვნა საჩივრდება დავების განხილვის საბჭოში.

5092-IIს 01/06/2016

299-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

ამ კანონის პირველი მუხლის 32-ე ნაწილის ამოქმედებამდე მაკონტროლებელი ან სამართალდამცავი ორგანოს მიერ საგადასახადო ორგანოსათვის მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე გამოცემული საგადასახადო მოთხოვნა საჩივრდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში

3 1 . ამ კოდექსის 273-ე და 281-ე მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელის საჩივარზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლოში .
4. პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 3 0 დღის ვადაში.
5. პირს უფლება აქვს, საგადასახადო ან/და დავის განმხილველი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისათვის დადგენილი ვადის დარღვევა მიიჩნიოს მისი მიმართვის დაკმაყოფილებაზე უარის თქმად და გაასაჩივროს იგი ამ თავით დადგენილი წესით. ვადის დარღვევით გამოცემული გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა აითვლება პირისთვის მისი ჩაბარებიდან.
6. 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ დავის დაწყება დასაშვებია ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით.
7. ახლად აღმოჩენილად ან ახლად გამოვლენილად ჩაითვლება ისეთი გარემოებები ან მტკიცებულებები, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.
8. დავის დაწყება ასევე დასაშვებია, თუ დადგინდება, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ გაგზავნია მომჩივანს. ასეთ შემთხვევაში გასაჩივრების ვადა აითვლება იმ დღიდან, როდესაც გასაჩივრებული გადაწყვეტილება ცნობილი გახდა მომჩივნისათვის.
9. საჩივარი დავის განმხილველ ორგანოს წარედგინება წერილობით ან ელექტრონულად. მომჩივნის მიერ დავის განმხილველ ორგანოში ელექტრონული ფორმით წარდგენილ ინფორმაციას აქვს ისეთივე ძალა, როგორიც წერილობითი ფორმით წარდგენილს.
10. საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
11. საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას.



1. A decision made by the tax authority with relation to a person, based on this Code, may be appealed to a dispute resolution body in the manner provided for by this Chapter.

2. A tax audit report and the decision based on it shall be appealed along with the Tax Notice based on such documents. A tax offence report/order shall be appealed in the manner provided for by this Chapter.

3. (Deleted - No 5092, 13.5.2016).

31. A decision of the Revenue Service on a taxpayer’s appeal related to the offences provided for under Articles 273 and 281 of this Code shall be appealed to a court.

4. A person may appeal a decision of the tax authority within 30 days after it has been served.

5. A person may deem the violation by the tax authority and/or a dispute resolution body of the time limit fixed for making a decision as a dismissal of his/her application and appeal it in the manner provided for by this Chapter. The time limit for appealing a decision issued in violation of the time limit shall commence from serving such a decision upon the person.

6. After 30-days, a dispute may be initiated on the grounds of newly discovered or newly revealed circumstances or evidence.

7. Newly discovered or newly revealed shall mean circumstances or evidence that the appellant did not know and could not have known prior to delivery of a decision unfavourable for him/her and the timely presenting of which would have resulted in the delivery of a decision favourable for the appellant.

8. A dispute may also be initiated if it is established that the appealed decision has not been sent to the appellant. In such a case, the term of appeal shall commence from the day the appealed decision became known to the appellant.

9. An appeal shall be lodged with a dispute resolution body in writing or electronically. The information lodged electronically by the appellant with the dispute resolution body shall have the same force and effect as information lodged in writing.

10. The decision of the tax authority may be appealed even after the time limit for appeal has elapsed if the appellant proves that failure to observe the time limit for appeal was caused by the circumstance beyond his/her control.

11. Appealing a decision of the tax authority shall not suspend the decision.