♠ მუხლი 298. საგადასახადო დავის პრინციპები / Article 298 - Tax dispute settlement principles

1. დავის განმხილველი ორგანო საჩივრის განხილვისას ხელმძღვანელობს სამართლიანობის, ობიექტურობის, მხარეთა თანასწორობისა და მიუკერძოებლობის პრინციპებით.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის შედეგად დაუშვებელია მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების დამძიმება, გარდა გადამხდელის თანხმობით ამავე დავის ფარგლებში ჩატარებული შემოწმების შემთხვევისა.

1. A dispute resolution body, in resolving a dispute, shall be guided by the principles of fairness, objectivity, equality of arms and impartiality.

2. The appellant’s tax obligations, within the system of the Ministry of Finance of Georgia may not be aggravated, as a result of a tax dispute, except where an audit is conducted within the scope of such a dispute by consent of the taxpayer.