♠ მუხლი 296. ზოგადი დებულებანი / Article 296 - General Provisions

1. საგადასახადო დავა შესაძლებელია განხილულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემასა და სასამართლოში.
2. ამ კარით დადგენილია საგადასახადო დავის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში განხილვის წესი.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის ნებისმიერ ეტაპზე მომჩივანს უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს.
4. სასამართლოში საგადასახადო დავის წარმოების წესი განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით.

1. A tax dispute may be resolved within the system of the Ministry of Finance of Georgia and in court.

2. This Section sets forth the procedure for resolving a tax dispute within the system of the Ministry of Finance of Georgia.

3. An appellant may apply to the court at any stage of a tax dispute within the system of the Ministry of Finance of Georgia.

4. The procedure for tax dispute court proceedings shall be provided for by the legislation on administrative proceedings of Georgia.