☺ მუხლი 292. საგადასახადო შეთანხმების არსი / Article 292 - Essence of a tax agreement



1. შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის შესაძლებელია გაფორმდეს საგადასახადო შეთანხმება გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების შემცირების მიზნით.

3407-IIს 26/03/2015

1. შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის შესაძლებელია გაფორმდეს საგადასახადო შეთანხმება გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების/საგადასახადო დავალიანების ნაწილის შემცირების მიზნით.


2. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება ამ კოდექსის 155-ე და 205-ე მუხლებით დარიცხულ მიმდინარე გადასახდელებზე, აგრეთვე მოსაკრებელზე და მასთან დაკავშირებულ ჯარიმასა და საურავზე, რომლის ადმინისტრირებას ახორციელებს საგადასახადო ორგანო.

1182-IIს 13/07/2017

1. საგადასახადო შეთანხმება შესაძლებელია გაფორმდეს შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის გადასახადის გადამხდელის:

ა) საგადასახადო დავალიანების/საგადასახადო დავალიანების ნაწილის შემცირების მიზნით;

ბ) იმ მოსაკრებლის თანხის ან/და მასთან დაკავშირებული ჯარიმისა და საურავის შემცირების მიზნით, რომლის ადმინისტრირებასაც საგადასახადო ორგანო ახორციელებს.

2. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება ამ კოდექსის 155-ე და 205-ე მუხლების შესაბამისად დარიცხულ მიმდინარე გადასახდელებზე.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შესაბამისად გამოიყენება ამ კოდექსის 293-ე−295-ე მუხლები.

1. The Revenue Service and a taxpayer may sign a tax agreement to reduce the taxpayer’s tax liabilities/part of tax liabilities.

2. This article shall not apply to current tax liabilities assessed under Articles 155 and 205 of this Code or to duties, and fines and penalty interest related to them, which are administered by the tax authority.