‼ მუხლი 291. სხვა ჯარიმები / Article 291 - Other fines

პირის მიერ ამ კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა, რისთვისაც ამავე კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, მაგრამ არ არის განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა, –
იწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

მუხლი 309. გარდამავალი დებულებანი

19. „საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი, კეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირი თავისუფლდება ამ კოდექსის 272-ე, 289-ე და 291-ე მუხლებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისა და მასთან დაკავშირებული საქონლის გაფორმების, საქონლის დეკლარირების, საქონლის გაშვების, იმპორტის (საბაჟო) გადასახადის, დამატებული ღირებულების გადასახადის, აქციზის გადასახადის გადახდის, აგრეთვე სასაქონლო ოპერაციის გამოყენებასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ვალდებულების შესრულებისაგან, თუ იგი „საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი, კეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებიდან 2012 წლის 1 იანვრამდე, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს წარუდგენს სათანადო განცხადებას 2006 წლის 1 ივლისამდე კეთილსინდისიერად შეძენილი და საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე 2006 წლის 1 ივლისამდე შემოტანილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შესახებ და უზრუნველყოფს ამ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციას. 
20. საქონლის მფლობელი საქართველოს მოქალაქე თავისუფლდება მექანიკური სატრანსპორტო საშუალების იმპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისა და მასთან დაკავშირებული საქონლის გაფორმების, საქონლის დეკლარირების, საქონლის გაშვების, იმპორტის (საბაჟო) გადასახადის, დამატებული ღირებულების გადასახადის, აქციზის გადასახადის გადახდის, აგრეთვე ამ კოდექსის 272-ე, 289-ე და 291-ე მუხლებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან, თუ აღნიშნული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილია 2006 წლის 1 ივლისამდე და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ განხორციელებულა მისი წარდგენა და გაფორმება.
21. პირი თავისუფლდება ამ კოდექსის 272 -ე , 289-ე და 291-ე მუხლებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან , მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისა და მასთან დაკავშირებული საქონლის გაფორმების, საქონლის დეკლარირების, საქონლის გაშვების, იმპორტის (საბაჟო) გადასახადის , დამატებული ღირებულების გადასახადის, აქციზის გადასახადის გადახდის, აგრეთვე სასაქონლო ოპერაციის გამოყენებასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ვალდებულების შესრულებისგან, თუ აღნიშნული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში განხორციელდა 2007−2009 წლებში.
22. ამ მუხლის მე-19, მე-20 და 21-ე ნაწილებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან ან ვალდებულებების შესრულებისა გან გათავისუფლება არ ვრცელდება იმ პირებზე, რომელთა მიმართაც სამართალდარღვევებისათვის გამოყენებული საგადასახადო სანქციები აღსრულდა „საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი, კეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე.

Failure of a person to fulfil any obligation provided for under this Code, for which responsibility is provided for, but the amount of fine is not defined by the this Code -

shall entail imposing a fine in the amount of GEL 100.