‼ მუხლი 289. საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული საგადასახადო სანქციები / Article 289 - Tax penalties related to crossing of the customs border of Georgia

1. პირის მიერ საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/ დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა –
იწვევს პირის დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 1 000 ლარისა.
შენიშვნა: ამ ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ გამოიყენება, როდესაც საქონლის დეკლარირების ვადის დარღვევა იწვევს სასაქონლო ოპერაციის პირობების დარღვევას.

2. საგადასახადო ორგანოს თანხმობის გარეშე იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილება ან/და სხვაგვარად გაუვარგისება/განადგურება, ნიშანდებულ სატრანსპორტო საშუალებაში ან საბაჟო კონტროლის ზონაში არსებულ შენობა-ნაგებობაში შეღწევა –
იწვევს მფლობელის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −
იწვევს მფლობელის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
შენიშვნა: ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებ ით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ დაეკისრება პირს , თუ იდენტიფიკაციის საშუალებაზე შეინიშნება მცირე დაზიანება, არ არის დარღვეული მისი მთლიანობა და შეუძლებელია ნიშანდებულ სატრანსპორტო საშუალებაში ან საბაჟო კონტროლის ზონაში არსებულ შენობა-ნაგებობაში შეღწევა.

4680-რს 2016 29/12/2015

2. საგადასახადო ორგანოს თანხმობის გარეშე იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილება ან/და სხვაგვარად გაუვარგისება/განადგურება, ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალების ან საბაჟო კონტროლის ზონაში არსებული შენობა-ნაგებობის ან ნიშანდებული ბარგის/ხელბარგის დაზიანება, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება იმგვარად დადებული იდენტიფიკაციის საშუალებით, რომელიც მასში იდენტიფიკაციის საშუალების დაზიანების გარეშე შეღწევის საშუალებას იძლევა, –

  იწვევს მფლობელის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −

  იწვევს მფლობელის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

  შენიშვნა: ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ დაეკისრება პირს, თუ იდენტიფიკაციის საშუალებაზე ან/და ნიშანდებულ სატრანსპორტო საშუალებაზე ან საბაჟო კონტროლის ზონაში არსებულ შენობა-ნაგებობაზე ან ნიშანდებულ ბარგზე/ხელბარგზე შეინიშნება მცირე დაზიანება, მაგრამ ნიშანდებულ სატრანსპორტო საშუალებაში ან საბაჟო კონტროლის ზონაში არსებულ შენობა-ნაგებობაში ან ნიშანდებულ ბარგში/ხელბარგში შეღწევა შეუძლებელია.

3-1. ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ქმედება, რამაც გამოიწვია ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალებიდან ან საბაჟო კონტროლის ზონაში არსებული შენობა-ნაგებობიდან ან ნიშანდებული ბარგიდან/ხელბარგიდან საქონლის განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, –

  იწვევს მფლობელის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

  3-2. ამ მუხლის 31 ნაწილით განსაზღვრული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −

  იწვევს მფლობელის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.



4. საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტაციაში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის/ექსპორტის გადასახდელების ოდენობის შემცირება დეკლარანტის (ამ მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილებით გათვალისწინებულის გარდა) ან მისი წარმომადგენლის მიერ –
იწვევს პირის დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის/ექსპორტის გადასახდელების თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
იწვევს პირის დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის/ექსპორტის გადასახდელების თანხის 200 პროცენტის ოდენობით.
6. ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონელზე წარდგენილ საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტაციაში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის/ექსპორტის გადასახდელების ოდენობის შემცირება –
იწვევს პირის დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის/ექსპორტის გადასახდელების თანხის 40 პროცენტის ოდენობით.
7. ამ მუხლის მე-6 ნაწილით განსაზღვრული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
იწვევს პირის დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის/ექსპორტის გადასახდელების თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
8. (ამოღებულია – 20.12.2011, №5556).
9 . (ამოღებულია – 20.12.2011, №5556).
10. საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად –
იწვევს ვალდებული პირის (ამ მუხლის მე-14 ნაწილით გათვალისწინებულის გარდა) დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით, ან ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას.
11. ამ მუხლის მე-10 ნაწილით განსაზღვრული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით, საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევით ან უამისოდ.

12 . საქართველოს საბაჟო საზღვარზე 30 000 ლარიდან (ან სხვა ვალუტაში მისი ეკვივალენტიდან) 50 000 ლარამდე ოდენობის ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდების გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად –
იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ან ამ საქონლის ჩამორთმევას.
13 . საქართველოს საბაჟო საზღვარზე 50 000 ლარზე (ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე) მეტი ოდენობის ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდების გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად –
იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით, ან ამ საქონლის ჩამორთმევას.

4065-რს 29/07/2015

12. საქართველოს საბაჟო საზღვარზე 30 000 ლარზე (ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე) მეტი, მაგრამ არაუმეტეს 50 000 ლარის ოდენობის ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით – 

იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით ან ამ საქონლის ჩამორთმევას.

13. საქართველოს საბაჟო საზღვარზე  50 000 ლარზე (ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე) მეტი, მაგრამ არაუმეტეს 100 000 ლარის ოდენობის ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით – 

იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით ან ამ საქონლის ჩამორთმევას.“;


13–1. საქართველოს საბაჟო საზღვარზე 100 000 ლარზე (ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე) მეტი ოდენობის ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით  – 

იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით გადატანილი ან გადმოტანილი ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდის ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით ან ამ საქონლის ჩამორთმევას.

 შენიშვნა: ამ მუხლის მე-12 – 13–1 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში არადეკლარირებული საქონლის არსებობისას არასწორ დეკლარირებად ითვლება, თუ დეკლარირებული საქონლისა და არადეკლარირებული საქონლის საერთო ოდენობა 30 000 ლარზე (ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე) მეტია.

14. საქართველოს საბაჟო საზღვარზე ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად –
იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ან/და ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას.
15 . საგადასახადო ორგანოს თანხმობის გარეშე საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიერ საბაჟო კონტროლის ზონის დატოვება, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის გადატვირთვა ან გადმოტვირთვა –
იწვევს პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
16. ამ მუხლის მე-15 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
იწვევს პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
17. სასაქონლო ოპერაციის პირობების დარღვევა –
იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
18. ამ მუხლის მე-17 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −
იწვევს პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
შენიშვნა: ამ მუხლის მე-17 და მე-18 ნაწილებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ გამოიყენება, როდესაც იმავე ქმედებისათვის დადგენილია სხვა პასუხისმგებლობა.
19. სასაქონლო ოპერაციის განხორციელებამდე შემოსავლების სამსახურთან შეუთანხმებელი ქმედების განხორციელება ან სასაქონლო ოპერაციის პირობების დარღვევა, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, –
იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელების თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
20. საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტაციაში სავალდებულოდ შესატანი საბაჟო ღირებულების შესახებ არასწორი მონაცემის არსებობისას დეკლარანტის მიერ საბაჟო ღირებულების გაზრდა ან შემცირება, რასაც არ გამოუწვევია იმპორტის გადასახდელების ოდენობის შემცირება, –
იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას საბაჟო ღირებულებასა და გაზრდილ ან შემცირებულ საბაჟო ღირებულებას შორის სხვაობის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
21. ამ მუხლის მე-20 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას საბაჟო ღირებულებასა და გაზრდილ ან შემცირებულ საბაჟო ღირებულებას შორის სხვაობის თანხის 20 პროცენტის ოდენობით.
22. ნავსადგურის, საფოსტო სამსახურის, რკინიგზის ან აეროპორტის მიერ სატრანსპორტო საშუალების შემოსვლის/ჩამოფრენის ან გასვლის/გაფრენის შესახებ საგადასახადო ორგანოსთვის შეუტყობინებლობა –
იწვევს ნავსადგურის, საფოსტო სამსახურის, რკინიგზის ან აეროპორტის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
23. ამ მუხლის 22-ე ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
იწვევს ნავსადგურის, საფოსტო სამსახურის, რკინიგზის ან აეროპორტის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
24 . საბაჟო დეკლარაციაში აღნიშნული იმ დოკუმენტის შენახვის ვადის დარღვევა, რომლის შემოსავლების სამსახურში წარდგენის ვალდებულება არ ეკისრებოდა პირს, –
იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით.
25 . პირის მიერ საქართველოს საბაჟო საზღვარზე ტრანზიტული გადაადგილებისათვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებებში განთავსებული საქონლის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად –
იწვევს პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
26. ამ მუხლის 25-ე ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
იწვევს პირის დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით.
27 . ეს მუხლი გამოიყენება მხოლოდ საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებში. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის პირს იმ შემთხვევაში დაეკისრება სანქცია, თუ ამ ქმედებისათვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არ შეეფარდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.
შენიშვნა: (ამოღებულია - 26.12.2013, №1886).

მუხლი 309. გარდამავალი დებულებანი

19. „საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი, კეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირი თავისუფლდება ამ კოდექსის 272-ე, 289-ე და 291-ე მუხლებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისა და მასთან დაკავშირებული საქონლის გაფორმების, საქონლის დეკლარირების, საქონლის გაშვების, იმპორტის (საბაჟო) გადასახადის, დამატებული ღირებულების გადასახადის, აქციზის გადასახადის გადახდის, აგრეთვე სასაქონლო ოპერაციის გამოყენებასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ვალდებულების შესრულებისაგან, თუ იგი „საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი, კეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებიდან 2012 წლის 1 იანვრამდე, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს წარუდგენს სათანადო განცხადებას 2006 წლის 1 ივლისამდე კეთილსინდისიერად შეძენილი და საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე 2006 წლის 1 ივლისამდე შემოტანილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შესახებ და უზრუნველყოფს ამ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციას. 
20. საქონლის მფლობელი საქართველოს მოქალაქე თავისუფლდება მექანიკური სატრანსპორტო საშუალების იმპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისა და მასთან დაკავშირებული საქონლის გაფორმების, საქონლის დეკლარირების, საქონლის გაშვების, იმპორტის (საბაჟო) გადასახადის, დამატებული ღირებულების გადასახადის, აქციზის გადასახადის გადახდის, აგრეთვე ამ კოდექსის 272-ე, 289-ე და 291-ე მუხლებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან, თუ აღნიშნული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილია 2006 წლის 1 ივლისამდე და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ განხორციელებულა მისი წარდგენა და გაფორმება.
21. პირი თავისუფლდება ამ კოდექსის 272 -ე , 289-ე და 291-ე მუხლებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან , მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისა და მასთან დაკავშირებული საქონლის გაფორმების, საქონლის დეკლარირების, საქონლის გაშვების, იმპორტის (საბაჟო) გადასახადის , დამატებული ღირებულების გადასახადის, აქციზის გადასახადის გადახდის, აგრეთვე სასაქონლო ოპერაციის გამოყენებასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ვალდებულების შესრულებისგან, თუ აღნიშნული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში განხორციელდა 2007−2009 წლებში.
22. ამ მუხლის მე-19, მე-20 და 21-ე ნაწილებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან ან ვალდებულებების შესრულებისა გან გათავისუფლება არ ვრცელდება იმ პირებზე, რომელთა მიმართაც სამართალდარღვევებისათვის გამოყენებული საგადასახადო სანქციები აღსრულდა „საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი, კეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე.

1. Violation by a person of the time limit for presenting/generally declaring/declaring goods or declaring a transport vehicle -

shall entail imposing a fine on the person in the amount of GEL 50 for each complete/incomplete day of delay, but not in excess of GEL 1 000.

Note: The liability provided for under this paragraph shall not apply, if the violation of the terms for declaration of goods results in the violation of the conditions of the customs procedure.

2. Taking off/removing and/or otherwise rendering useless/destroying a means of identification, and damaging of any marked transport vehicle or building and structure or marked luggage/hand luggage within a customs control zone without the consent of the tax authority, as well as moving of any transport vehicle with a means of identification that makes it possible to access the transport vehicle without damaging the means of identification -

shall entail imposing a fine on the owner in the amount of GEL 5 00.

3. Repeatedly committing the act defined by the second paragraph of this article -

shall entail imposing a fine on the owner in the amount of GEL 1 000.

Note: The liability under the second and third paragraphs of this article shall not be imposed on a person, if there is a little damage to the means of identification and/or marked transport vehicle or to building and structure or marked luggage/hand luggage within the customs control zone and if it is impossible to access any marked transport vehicle or any building or structure or marked luggage/hand luggage within the customs control zone.

31. Committing the act defined by the second paragraph of this article that caused the disposal of, the loss or the destruction of the goods from the marked transport vehicle or from building and structure or from marked luggage/hand luggage –

shall entail imposing a fine on the owner in the amount of GEL 5 000.

32. Repeatedly committing the act defined by paragraph 31 of this article -

shall entail imposing a fine on the owner in the amount of GEL 10 000.

4. Understating the amount of import/export duties payable in a customs entry and in its accompanying documents by a declarant (except as provided for by the sixth and seventh paragraphs of this article) or his/her representative -

shall entail imposing a fine on the person in the amount of 100% of the understated amount of payable import/export duties.

5. Repeatedly committing the act defined by the fourth paragraph of this article -

shall entail imposing a fine on the person in the amount of 200% of the understated amount of payable import/export duties.

6. Understating the amount of import/export duties in a customs entry and in its accompanying documents by a natural person, payable on goods of value of up to GEL 3 000 -

shall entail imposing a fine on the person in the amount of 40% of the understated amount of payable import/export duties.

7. Repeatedly committing the act defined by the sixth paragraph of this article -

shall entail imposing a fine on the person in the amount of 100% of the understated amount of payable import/export duties.

8. (Deleted - No 5556, 20.12.2011)

9. (Deleted - No 5556, 20.12.2011)

10. Carrying goods across the customs border of Georgia without passing the customs control or secretly from customs control -

shall entail imposing a fine on the person in charge (except as provided for by paragraph 14 of this article) of 100% of the customs value of goods, or the seizure of such goods and/or the transport vehicle.

11. Repeatedly committing the act defined by paragraph 10 of this article -

shall entail imposing a fine on the person in charge of 100% of the customs value of goods, with or without seizure of such goods and/or the transport vehicle.

12. Carrying cash and securities worth more than GEL 30 000 (or the equivalent in any other currency), but not more than GEL 50 000 worth of cash and securities across the customs border of Georgia without passing customs control or secretly from customs control or by incorrect declaration -

shall entail a fine of GEL 3 000 against the person responsible, or seizure of the goods.

13. Carrying cash and securities worth in excess of GEL 50 000 (or the equivalent in any other currency), but not more than GEL 100 000 worth of cash and securities, across the customs border of Georgia without passing customs control or secretly from customs control or by incorrect declaration -

shall entail a fine of GEL 5 000 against the person responsible, or seizure of the goods.

131. Carrying cash and securities worth in excess of GEL 100 000 (or the equivalent in any other currency) across the customs border of Georgia without passing customs control or secretly from customs control or by incorrect declaration -

shall entail a fine against the person responsible in the amount of 10 per cent of the value of the cash or securities carried across the customs border without passing customs control or secretly from customs control or by incorrect declaration or seizure of these goods.

Note: In the cases defined in paragraphs 12-131 of this article, when there are undeclared goods, goods shall be deemed incorrectly declared if the total amount of the declared and undeclared goods is more than GEL 30 000 (or equivalent in any other currency).

14. Carrying goods worth of up GEL to 3 000 by a natural person across the customs border of Georgia without passing customs control or secretly from customs control -

shall entail imposing a fine on the person in charge in the amount of GEL 1 000, and/or seizure of such goods and/or transport vehicle.

15. Leaving the customs control zone by any goods and/or transport vehicle, loading or unloading goods under the customs supervision without the consent of the tax authority -

shall entail imposing a fine on the person in the amount of GEL 1 000.

16. Repeatedly committing the act provided for by paragraph 15 of this article

shall entail imposing a fine on the person in the amount of GEL 2 000.

17. Violation of the terms of a customs procedure -

shall entail imposing a fine on the person in the amount of GEL 500.

18. Repeatedly committing the act provided in paragraph 17 of this article -

shall entail imposing a fine on the person in the amount of GEL 1 000.

Note: The liability under paragraphs 17 and 18 of this article shall not apply if any other liability has been determined for the same act.

19. The performance of any act not agreed with the Revenue Service prior to performing a customs procedure or violation of the terms of such customs procedures that result in unlawful disposal, loss or destruction of any goods and/or transport vehicle under the customs supervision -

shall entail imposing a fine on the person in charge of 100% of the amount of import duties payable for identical/similar goods and/or transport vehicle.

20. Overstating or understating a customs value subject to mandatory recording in the customs entry and its accompanying, by a declarant, that has not resulted in reduction of the amount of payable import duties -

shall entail imposing a fine on the person in charge of 10% of the amount of difference between the customs value and an overstated or understated customs value.

21. Repeatedly committing the act provided for in paragraph 20 of this article -

shall entail imposing a fine on the person in charge by 20% of the difference between the customs value and an overstated or understated customs value.

22. Failure of a port, a post office, railway or an airport to notify the tax authority of arrival or departure of a transport vehicle -

shall entail imposing a fine on the port, post office, railway or airport in the amount of GEL 5 000.

23. Repeatedly committing the act provided for in paragraph 22 of this article -

shall entail imposing a fine on the port, post office, railway or airport in the amount of GEL 10 000.

24. Violation of the term of keeping the document indicated in a customs entry, when presenting such document to the Revenue Service was not the obligation of the person -

shall entail a fine on the person in charge in the amount of GEL 1 500.

25. Carrying across the customs border of Georgia goods placed in transport vehicles intended for transit, without passing customs control or secretly from customs control -

shall entail imposing a fine on the person in the amount of GEL 2 000.

26. Repeatedly committing the act provided for in paragraph 25 of this article -

shall entail imposing a fine on the person in the amount of GEL 4 000.

27. This article shall apply only in respect to the legal relations pertaining to crossing of the customs border of Georgia. A sanction shall be imposed on the person for the offences provided for in this article, if such a person has not been subject to criminal liability for such an act under the legislation of Georgia.

Note: (Deleted - No 1886, 26.12.2013).