‼ მუხლი 288.-4 საანგარიშო თვის მიხედვით განაცემებისა და დაკავებული გადასახადის შესახებ არასწორი ინფორმაციის წარდგენა / Article 288-4 – Non-submission, late submission and/or incorrect submission of information on the amounts paid and taxes withheld according to the accounting month

საგადასახადო ორგანოსათვის საანგარიშო თვის მიხედვით განაცემებისა და დაკავებული გადასახადის შესახებ არასწორი ინფორმაციის წარდგენა, რამაც გამოიწვია დაქირავებულისათვის დაუბეგრავი მინიმუმის ფარგლებში თანხის ზედმეტად დაბრუნება, −
იწვევს ინფორმაციის წარმდგენი პირის დაჯარიმებას ზედმეტად დაბრუნებული თანხის ორმაგი ოდენობით.

N3015-რს ეს კანონი ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან

1. დაქირავებულის მიერ დაუბეგრავი მინიმუმის ფარგლებში თანხის ზედმეტად დაბრუნება ან/და საგადასახადო ვალდებულების ანგარიშში ზედმეტად ჩათვლა, რაც გამოწვეულია საგადასახადო ორგანოსათვის  საანგარიშო თვის მიხედვით განაცემებისა და დაკავებული გადასახადის შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობით, დაგვიანებით წარდგენით ან/და არასწორად წარდგენით, –

  იწვევს ინფორმაციის წარდგენის ვალდებულების მქონე პირის დაჯარიმებას ზედმეტად დაბრუნებული ან/და საგადასახადო ვალდებულების ანგარიშში ზედმეტად ჩათვლილი თანხის ორმაგი ოდენობით.

  2. ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა არ გამოიყენება, თუ  საანგარიშო თვის მიხედვით განაცემებისა და დაკავებული გადასახადის  შესახებ ინფორმაცია წარდგენილ იქნა საგადასახადო ორგანოს მიერ დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე.

1. Refund of excess amount by an employee within the scope of a non-taxable minimum and/or deduction of excess amount against the tax liabilities, which is caused by non-submission, late submission and/or incorrect submission to a tax authority of information on the amounts paid and the taxes withheld according to the accounting month, shall result in the imposition of a fine on a person who was responsible for submitting the information. The fine shall be double the amount of the amount excessively refunded and/or excessively deducted against the tax liabilities.

2. The fine specified in this article shall not be applied if the information on the amounts paid and the taxes withheld according to the accounting month was submitted before the tax authority adopted a decision on refunding the non-taxable minimum.