‼ მუხლი 288.-1 სპეციალური სავაჭრო კომპანიის მიერ საქმიანობის წესის დარღვევა / Article 288-1 - Violation of business rules by a Special Trading Company

1. სპეციალური სავაჭრო კომპანიის მიერ ამ კოდექსის 24-1  მუხლის მე-4 ნაწილის „დ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემოსავლის გადამეტება იმავე ქვეპუნქტით დადგენილ ზღვრულ ოდენობაზე –
იწვევს დაჯარიმებას გადამეტებული თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
2. სპეციალური სავაჭრო კომპანიის მიერ შემდგომი მიწოდების მიზნით საქართველოს საქონლის შესყიდვა −
  იწვევს დაჯარიმებას შესყიდული საქონლის საბაზრო ღირებულების 5 0 პროცენტის ოდენობით.
3. სპეციალური სავაჭრო კომპანიის მიერ მომსახურების გაწევა საქართველოს საწარმოს ან/და უცხოური საწარმოს მუდმივი დაწესებულებისათვის საქართველოში −
იწვევს დაჯარიმებას ასეთი მომსახურებიდან მიღებული ან/და მისაღები კომპენსაციის თანხის 5 0 პროცენტის ოდენობით.
4. სპეციალური სავაჭრო კომპანიის მიერ ეკონომიკურ საქმიანობაში 2 წლამდე ვადით გამოყენებული ძირითადი საშუალების მიწოდება −
იწვევს დაჯარიმებას ასეთი საქონლიდან მიღებული ან/და მისაღები კომპენსაციის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

1. A Special Trading Company exceeding the income provided for in Article 241(4)(d.c) of this Code above the limit set by the same subparagraph -

shall entail imposing a fine of 50% of the excess amount.

2. The purchase by a Special Trading Company of Georgian goods for subsequent delivery -

shall entail imposing a fine of 50% of the market value of the purchased goods.

3. Delivery of services by a Special Trading Company to a Georgian enterprise and/or a permanent establishment of a foreign enterprise in Georgia -

shall entail imposing a fine of 50% of the amount received and/or to be received for delivering such services.

4. Delivery by a Special Trading Company of any fixed asset used in economic activity for up to 2 years -

shall entail imposing a fine of 50% of the amount received/to be received for delivery of such goods.