‼ მუხლი 286. საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირება, რეალიზაცია და აღურიცხველობა / Article 286 - Transportation, sale, and non-accounting of goods without documents

1. სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 10 000 ლარს, –
 იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
1-1. სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების საბაზრო ღირებულება არ აღემატება 1 000 ლარს, −
იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას.
1-2. სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების საბაზრო ღირებულება აღემატება 1 000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 10 000 ლარს, −
იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −
იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
3.  ( ამოღებულ ია – 28.12.2012, №189).

4. გადასახადის გადამხდელთან სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენა –
იწვევს პირის დაჯარიმებას გამოვლენის მომენტში ამ სასაქონლო- მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების ოდენობით.

N3581-IIს გამოქვეყნების თარიღი 15/05/2015

4. გადასახადის გადამხდელთან სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენა –

იწვევს პირის დაჯარიმებას გამოვლენის მომენტში ამ სასაქონლო- მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 50 პროცენტის ოდენობით.



5. ამ მუხლის პირველი−მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შესაბამისი სანქცია გამოიყენება, თუ სასაქონლო ზედნადებში არ არის მითითებული ან არასწორად არის მითითებული (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, რომელმაც არ შეიძლება არსებითი გავლენა იქონიოს შედეგზე):
ა) დოკუმენტის შედგენის თარიღი ან/და ნომერი;
ბ) სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარის დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი ან სახელი და გვარი, პირადი ნომერი;
გ) საქონლის დასახელება ან/და რაოდენობა.
6. პირს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება:
ა) საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პირველადი (სამრეწველო გადამუშავებამდე – სასაქონლო კოდის შეცვლამდე) პროდუქციის, აგრეთვე რეგულარული ან უწყვეტი წესით საქონლის (ელექტრო- ან თბოენერგია, გაზი, წყალი) ტრანსპორტირების ან მიწოდების შემთხვევაში;
ბ) საქონლის საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული შესაბამისი დოკუმენტებით ტრანსპორტირების შემთხვევაში;
გ) სპეციალური დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურის არსებობისას;
დ) თუ ხორციელდება მხოლოდ იმ სარეკლამო საქონლის უსასყიდლოდ გავრცელება, მათ შორის, საცალო რეალიზატორის მეშვეობით, რომელსაც დამოუკიდებელი სამომხმარებლო მახასიათებლები არ აქვს და ძირითადი საქონლის/მომსახურების მიწოდების განუყოფელი ნაწილია;
ე) გაზეთების, ჟურნალებისა და მათ ი გამომცემლებ ის მიერ მათ თან ერთიან შეფუთვაში მოქცეული საქონლის ტრანსპორტირებისას, გარდა გამომცემლის მიერ პირველადი მიწოდების შემთხვევისა;
ვ) საგანგებო სიტუაციებში და გადაუდებელი დახმარების გაწევის ( სახანძრო, სამაშველო, გადაუდებელი სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაწევის, ბუნებრივი გაზით, წყლით, ელექტროენერგიით მომარაგების ან საკანალიზაციო სისტემების ავარიული დაზიანების აღმოფხვრის) აუცილებლობის მიზნით, შესაბამისი საქონლის ტრანსპორტირებისას ;
ზ) თუ , საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანების შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში სასაქონლო ზედნადები არ გამოიწერება.

7. ამ მუხლის პირველი−მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული სანქციები არ დაეკისრება მიკრო და მცირე ბიზნესის, აგრეთვე ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირებს.

N2946-Iს გამოქვეყნების თარიღი 24/12/2014

7. ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული სანქციები არ დაეკისრება მიკრო ბიზნესის, მცირე ბიზნესის, აგრეთვე ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირებს სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას დაქვემდებარებული საქმიანობის ფარგლებში.

4680-რს 2016 29/12/2015

7. ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული სანქციები არ დაეკისრებათ მიკრო ბიზნესის და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებს, აგრეთვე ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირს (გარდა ამ კოდექსის 95-3 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განაკვეთით დასაბეგრი საქმიანობისა) სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას დაქვემდებარებული საქმიანობის ფარგლებში.



8. ამ მუხლის მიზნებისათვის:
ა) ფული და საბანკო პლასტიკური ბარათები არ არის საქონელი;
ბ) ძვირფასი ლითონებისა და ქვების, ასევე ნუმიზმატიკური ფასეულობის ტრანსპორტირებისას სასაქონლო ზედნადების გამოწერა სავალდებულო არ არის, თუ აღნიშნული ხორციელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ან „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კომერციული ბანკის მიერ, ასევე უფლებამოსილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ, სპეციალურად დაცული ან კონტროლის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალებით.

9. საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელთან:
ა) ამ კოდექსით განსაზღვრული ინვენტარიზაციის შედეგად სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისის გამოვლენა −
იწვევს პირის დაჯარიმებას გამოვლენის მომენტში ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 50 პროცენტის ოდენობით (მათზე გაწეული ხარჯის და დღგ-ის ჩათვლის გაუქმების გარეშე), ამასთანავე, სამართალდამრღვევს გამოვლენილ დანაკლისთან დაკავშირებით შემდგომ პერიოდში საგადასახადო ვალდებულება აღარ დაეკისრება;
ბ) ამ კოდექსით განსაზღვრული დანაკლისის გამოვლენა, გარდა ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, განიხილება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად და გადასახადებით დაიბეგრება ამ კოდექსით დადგენილი წესით.
10. ამ მუხლის მე-4 ნაწილითა და მე-9 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანქციები არ გამოიყენება, თუ:
ა) სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ზედმეტობის ან/და დანაკლისის ოდენობა არ აღემატება ამავე სახის აღრიცხული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების 2 პროცენტს;
ბ) გადასახადის გადამხდელმა ზედმეტობის ან/და დანაკლისის შესახებ ინფორმაცია ასახა საგადასახადო ანგარიშგებაში ან/და მიაწოდა საგადასახადო ორგანოს ინვენტარიზაციის ან საგადასახადო შემოწმების დაწყებამდე, რომლის თანახმად, ზედმეტობა აღიარებულია სარგებლად, ხოლო დანაკლისი − მიწოდებად.
11. ამ მუხლის მე-4 ნაწილით ან მე-9 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენა, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულება არ აღემატება 1 000 ლარს, −
იწვევს პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

N3581-IIს გამოქვეყნების თარიღი 15/05/2015

9. გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.

10. ამ მუხლის მე-4 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული სანქციები არ გამოიყენება, თუ:

ა) სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ზედმეტობის ან/და დანაკლისის ოდენობა ამავე სახის აღრიცხული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების 2 პროცენტს არ აღემატება;

ბ) გადასახადის გადამხდელმა ზედმეტობის ან/და დანაკლისის  შესახებ ინფორმაცია ასახა საგადასახადო ანგარიშგებაში ან/და მიაწოდა საგადასახადო ორგანოს ინვენტარიზაციის ან საგადასახადო შემოწმების დაწყებამდე და, ამ ინფორმაციის თანახმად, ზედმეტობა აღიარებულია სარგებლად, ხოლო დანაკლისი − მიწოდებად.

11. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენა, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულება 1000 ლარს არ აღემატება, −

იწვევს პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.



12. ამ მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
იწვევს პირის დაჯარიმებას ყოველ შემდგომ განმეორებაზე 400 ლარის ოდენობით.

13. ამ მუხლის პირველი, 1-1 და 1-2 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ თანამშრომელს უფლება აქვს, გააჩეროს პირი და სატრანსპორტო საშუალება, მოსთხოვოს მას პირადობის დამადასტურებელი საბუთი, სატრანსპორტო საშუალებისა და საქონლის თანმხლები საბუთები, მოახდინოს სატრანსპორტო საშუალების ვიზუალური დათვალიერება. შესაბამისი პირისა და სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ თანამშრომელს უფლება აქვს, გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

N2946-Iს გამოქვეყნების თარიღი 24/12/2014

13. ამ მუხლის პირველი, 1-1 და 1-2 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ თანამშრომელს უფლება აქვს, გააჩეროს პირი და სატრანსპორტო საშუალება, მოსთხოვოს მას პირადობის დამადასტურებელი საბუთი, სატრანსპორტო საშუალებისა და საქონლის თანმხლები საბუთები, მოახდინოს სატრანსპორტო საშუალების ვიზუალური დათვალიერება, აგრეთვე საქონლის დათვლა თანმხლებ საბუთებთან შესაბამისობის დასადგენად და აღნიშნული პროცედურების დასაფიქსირებლად გამოიყენოს ტექნიკური საშუალებები. შესაბამისი პირისა და სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ თანამშრომელს უფლება აქვს, გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

14. ამ მუხლის პირველი−მე-3 ნაწილებით განსაზღვრულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე ყადაღა დაადოს საქონელს. ამ მუხლით გათვალისწინებული ყადაღის დადების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.  

15. სსზ-ის ტერიტორიაზე ამ მუხლის მე-4 ან/და მე-9 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენისას ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა დაეკისრება სსზ-ის სტატუსის მქონე პირს.

N2946-Iს გამოქვეყნების თარიღი 24/12/2014

მე-15 ნაწილი ამოღებულ იქნეს

1. Transporting goods for entrepreneurial activity without a waybill, the failure to issue a waybill at the request of the buyer or refusing to accept a waybill when purchasing goods, if the market value of the goods transported or delivered/to be delivered without a waybill does not exceed GEL 10 000 -

shall entail imposing a fine on the person in the amount of GEL 500.

11. Transporting round timber (logs), tree-plants or products of their primary processing for entrepreneurial activity without a waybill, the failure to issue a waybill at the request of the buyer or refusing to accept a waybill when purchasing goods, if the market value of the round timber (logs), tree-plants or products of their primary processing transported or delivered/to be delivered without a waybill does not exceed GEL 1 000 -

shall entail imposing a fine on the person in the amount of GEL 500 and the seizure of the goods.

12. Transporting round timber (logs), tree-plants or products of their primary processing for entrepreneurial activity without a waybill, the failure to issue a waybill at the request of the buyer or refusing to accept a waybill when purchasing goods, if the market value of the round timber (logs), tree-plants or products of their primary processing transported or delivered/to be delivered without a waybill exceeds GEL 1 000 but does not exceed GEL 10 000 -

shall entail imposing a fine on the person in the amount of GEL 5 000 and the seizure of the goods.

2. Repeatedly committing the act provided for in the first paragraph of this article repeatedly -

shall entail imposing a fine on the person in the amount of GEL 5 000.

3. (Deleted – No 189, 28.12.2012)

4. Revealing inventory holdings of a taxpayer that are not recorded in accounting documents, and not accompanied by the original payment documents -

shall entail imposing a fine on the person in the amount of 50% of the market value of such inventory holdings at the moment of revealing.

5. In the cases provided for by paragraphs (1-4) of this article, the penalty shall apply if the waybill does not indicate or incorrectly indicates (except the cases, where there is a technical error that cannot have any significant impact on the result):

a) date and number of execution of the document;

b) name, identification number or name, surname and personal number of the party to the economic transaction;

c) name and/or quantity of goods.

6. The responsibility determined by the first paragraph of this article shall not be imposed on a person in the case:

a) of transportation or delivery of primary (before industrial processing – before changing the commodity code) agricultural produce, as well as regular or uninterrupted transportation or delivery of goods (electric or thermal energy, natural gas, water);

b) of transportation of goods accompanied by the appropriate documents related to crossing the customs border of Georgia;

c) of existence of a special VAT invoice;

d) in the case of distributing free of charge for advertising purposes, including through a retail seller, of goods that have no independent consumer specifications and are an integral part of the delivery of the main goods/service;

e) of transportation of newspapers, magazines and the goods supplemented by their publishers in the same pack, except for the original delivery by the publisher;

f) of transportation of the relevant goods in the state of emergency and with the aim of rendering emergency assistance (fire service, rescue service, emergency medical aid, or energy supply or sewage system breakdown emergency response);

g) if no waybill has been issued in the given case, according to the order of the Minister for Finance of Georgia.

7. The penalty provided for under paragraphs 1, 2 and 4 of this article shall not be imposed on a person having the status of a micro business or small business, or on a person with a fixed taxpayer status (except for the activity to be taxed with a rate provided for in Article 953(1)(b) of this Code) within the scope of the activities subject to a special tax treatment.

8. For the purposes of this article:

a) money and bank plastic cards are not goods;

b) it is not mandatory to make out a waybill for transportation of precious metals and stones, as well as numismatic valuables, if they are transported by the National Bank of Georgia or any commercial bank defined by Article 1(g) of the Law of Georgia on Commercial Bank Activities, as well as by an authorised legal entity under public law, in a specially protected or controlled transport vehicle.

9. Revealing at a taxpayer of any shortfall as provided for by this Code shall be deemed as supplying at market price at the moment of revealing. Furthermore, if the inventory holdings shortfall was revealed as a result of inventory taken by a tax authority, a person shall be additionally fined in the amount of 10% of the market value of the inventory holdings.

10. The penalties provided for in paragraphs 4 and 9 of this article shall not apply if:

a) the amount of the inventory holdings surplus and/or shortfall not reflected in the accounting records does not exceed 2% of the similar type of recorded inventory holdings;

b) the taxpayer has reflected the information on the surplus and/or shortfall in tax reports and/or has provided such information to the tax authority before commencement of inventory taking or tax audit, and according to this information, the surplus is recognised as profit and the shortfall – as supply.

11. Revealing the offence provided for in paragraph (4) of this article, if the market value of the inventory holdings does not exceed GEL 1 000 –

shall entail imposing a fine on the person in the amount of GEL 200.

12. Repeatedly committing the act referred to in paragraph (11) of this article-

shall entail imposing a fine on the person in the amount of GEL 400 for each subsequent reoccurrence.

13. To identify and prevent the offences under paragraphs 1, 11 and 12 of this article, an authorised employee of a tax authority may stop a person and a vehicle, ask the person to produce his/her identity document, the documents accompanying the vehicle and the goods, visually inspect the vehicle, also count the goods to establish conformity with the accompanying documents and use technical equipment for recording these procedures. If the person or the driver of the vehicle does not comply, the authorised employee of the tax authority may apply measures provided for by the legislation of Georgia.

14. In the cases provided for by paragraphs (1 – 3) of this article, the tax authority may seize goods without a court decision. The procedure and terms of seizure provided or under this article shall be determined by an order of the Minister for Finance of Georgia.

15. (Deleted – 12.12.2014, No 2946).