‼ მუხლი 285. ფასიანი ქაღალდების ემიტენტის მიერ საფონდო ბირჟისათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება / Article 285 - Providing wrong information to a stock exchange by the issuer of securities

ფასიანი ქაღალდების ემიტენტის მიერ ამ კოდექსის მე-8 მუხლის მე-13 ნაწილის დებულების გათვალისწინებით საფონდო ბირჟისათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება –
იწვევს ემიტენტის დაჯარიმებას არასწორი ინფორმაციის საფუძველზე პირის მიერ ამ კოდექსის 82-ე, 99-ე, 130-ე და 131-ე მუხლების დებულებების გამოყენებით მიღებული საგადასახადო შეღავათის თანხის 150 პროცენტის ოდენობით.

An issuer of securities providing wrong information to a stock exchange in consideration of the provision of Article 8(13) of this Code -

shall entail imposing a fine on the issuer in the amount of 150% of the tax benefit obtained by such a person based on such wrong information, by applying the provisions of Articles 82, 99, 130 and 131 of this Code.