‼ მუხლი 282. დღგ-ისათვის გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა / Article 282 - Violation of VAT requirements

1. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა –
იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 15 პროცენტის ოდენობით.

N3581-IIს გამოქვეყნების თარიღი 15/05/2015

1. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა –

იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.

2. საქონლის/მომსახურების მიმწოდებლის მიერ მყიდველის მოთხოვნისას მასზე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გაუცემლობა –
იწვევს პირის დაჯარიმებას დასაბეგრი ოპერაციის მიხედვით დღგ-ის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
3. პირის მიერ ფიქტიური გარიგების/უსაქონლო ოპერაციის ამსახველი ან ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა –
იწვევს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამომწერი/გამცემი პირის დაჯარიმებას საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში მითითებული დღგ-ის თანხის 200 პროცენტის ოდენობით.
4. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ჯარიმის გამოყენების შემთხვევაში დეკლარაციის დაგვიანებით წარდგენისათვის ამ კოდექსის 274-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა არ გამოიყენება.

1. Conducting activity without registration as a VAT taxpayer -

shall entail imposing a fine on the person of 5% of the amount of VAT taxable transactions (except VAT exempt transactions) carried out during the period of activity without registration.

2. Failure of a supplier of goods/provider of services to issue a tax invoice to the buyer, at the request of the latter -

shall entail imposing a fine on the person of 100% of the VAT amount of the taxable transaction.

3. Issuing of a tax invoice for a fictitious /non-commodity transaction or a fake tax invoice by a person -

shall entail imposing a fine on the person having made out/issued the tax invoice of 200% of the VAT amount indicated in the tax invoice.

4. In the case of applying the fine defined under the first paragraph of this article, the fine provided for the delayed submission of a tax return in Article 274 of this Code shall not apply.