‼ მუხლი 281. საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევა / Article 281 - Violation of rules for using cash registers

1. მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გარეშე მუშაობა –
იწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
2. (ამოღებულია – 08.11.2011, №5202).
3. მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობა –
იწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
4. (ამოღებულია – 20.05.2011, №4705).
5. ჩეკში ფაქტობრივად გადახდილზე ნაკლები თანხის ჩვენება –
 იწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
6. (ამოღებულია – 20.05.2011, №4705).
7. გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატის (გარდა GPRS-ის და CRYPTO-ს მოდულის ფისკა­ლური სა­კო­ნტროლო-სალარო აპარატებ ისა) დაკარგვა, თუ დადგენილი არ არის, რომ ეს გამოწვეულია სხვა პირის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით, –
იწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით.
8. ამ მუხლის მე-7 ნაწილით განსაზღვრული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, საგადასახადო სამართალდარღვევის გამოვლენიდან 60 დღის განმავლობაში, –
იწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას 6 000 ლარის ოდენობით.
8-1 . (ამოღებულია - 22.06.2012, №6547).

9. ავტოგასამართ სადგურში მადოზირებელი ან/და მრიცხველი მექანიზმის საგადასახადო ორგანოს ლუქის გარეშე ან დაზიანებული ლუქით საქმიანობა –
იწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით.

4680-რს 2016 29/12/2015

9. ავტოგასამართ ან/და აირგასამართ ან/და აირსავსებ საკომპრესორო სადგურში მადოზირებელ ან/და მრიცხველ მექანიზმზე საგადასახადო ორგანოს ლუქის არქონა ან დაზიანებული ლუქის ქონა –

  იწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით.



10. ამ მუხლის მე-9 ნაწილით განსაზღვრული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
იწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას ყოველ შემდგომ განმეორებაზე 15 000 ლარის ოდენობით.
11. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე ამ მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენისათვის დაადგინოს ჯარიმის განსხვავებული ოდენობები, მაგრამ არანაკლებ ამ მუხლის პირველი–მე-10 ნაწილებით დადგენილი ჯარიმების 5 პროცენტისა.

1. Working without a cash register when accepting cash payments from customers -

shall entail imposing a fine on the taxpayer in the amount of GEL 200.

2. (Deleted - No 5202, 08.11.2011)

3. Failure to use a cash register when accepting cash payments from customers -

shall entail imposing a fine on the taxpayer in the amount of GEL 200.

4. (Deleted - No 4705, 20.5.2011)

5. Showing in a receipt an amount less than what has actually been paid -

shall entail imposing a fine on the taxpayer in the amount of GEL 200.

6. (Deleted - No 4705, 20.5.2011)

7. Loss of a cash register (other than GPRS and CRYPTO fiscal cash registers) by a taxpayer, unless established that such loss has been caused by the unlawful act of any other person -

shall entail imposing a fine on the taxpayer in the amount of GEL 3 000.

8. Repeatedly committing the act defined by the seventh paragraph of this article within 60 days after revealing of the tax offence -

shall entail imposing a fine on the taxpayer in the amount of GEL 6 000.

81. (Deleted - No 6547, 22.6.2012).

9. Operating in a petrol and/or gas filling station a flow meter without a seal or with a damaged seal of the tax authority shall entail imposing a fine on the taxpayer in the amount of GEL 1 500.

10. Repeatedly committing the act defined by the ninth paragraph of this article - shall entail imposing a fine on the taxpayer in the amount of GEL 15 000 for each subsequent repeated act.

11. The Government of Georgia may define different amounts of fines for tax offences committed on the territory of local self-government units, but not less than 5% of the fines determined by paragraphs (1-10) of this article.