‼ მუხლი 279. საგადასახადო ორგანოსათვის ინფორმაციის წარუდგენლობა / Article 279 - Failure to present information to the tax authority

1. საგადასახადო ორგანოს მიერ ამ კოდექსით დადგენილი წესით მოთხოვნის შემთხვევაში სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის, აგრეთვე საგადასახადო ორგანოს ან აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მითითებულ ვადაში ქონების ნუსხის წარუდგენლობა –
იწვევს პირის დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
იწვევს პირის დაჯარიმებას ყოველ შემდგომ განმეორებაზე 1 000 ლარის ოდენობით.
3. ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების გაზრდის მიზნით პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის თაობაზე –
იწვევს პირის დაჯარიმებას წარდგენილი ინფორმაციის შედეგად დაუდასტურებელი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის სააღრიცხვო ღირებულებით.

1. In case of a request of the tax authority in the manner provided for by this Code, failure to submit to the tax authority accounting documents and/or taxation-related information, or failure to submit the list of assets within the time limit fixed by the tax authority or the National Bureau for Enforcement -

shall entail imposing a fine on the person in the amount of GEL 400.

2. Repeatedly committing the act referred to in the first paragraph of this article shall entail imposing a fine on the person in the amount of GEL 1 000 for each subsequent repeated act.

3. Submitting wrong information on writing off inventory holdings to the tax authority by the person, to increase the costs deductible from gross income -

shall entail imposing a fine on the person in the amount of the unconfirmed accounting value of the inventory holdings based on submitted information.