‼ მუხლი 275. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება / Article 275 - Understating taxes in a Tax Return/tax calculation

1 . პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება , თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით , − 
იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, −
იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
3. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში შესამცირებლად გამოანგარიშებული თანხის/დაბრუნებას დაქვემდებარებული თანხის გაზრდა ითვლება დეკლარაციაში გადასახადის შემცირებად და იწვევს ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
4. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის 50 000 ლარზე მეტით შემცირება ითვლება გადასახადისაგან დიდი ოდენობით თავის არიდებად და იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის შესაბამისად.

1. Understating payable taxes in a Tax Return/tax calculation by a person, if caused by tax control authority changing the moment (period) of origin of the person’s tax liability -

shall entail imposing a fine on the person in the amount of 10% of the understated sum of payable taxes.

2. Understating payable taxes in a Tax Return/tax calculation, except in the cases provided for by the first paragraph of this article -

shall entail imposing a fine on the person in the amount of 50% of the understated sum of payable taxes.

3. Overstating a deductible/refundable amount in a Tax Return by a person shall be deemed as an understatement of the payable tax amount in a tax return and shall entail the responsibility provided for by the first and second paragraphs of this article.

4. Understating payable taxes in a Tax Return in excess of GEL 50 000 shall be deemed tax evasion in large amounts and entail responsibility in accordance with the criminal legislation of Georgia.