‼ მუხლი 290.-2 ბაზრობის ორგანიზატორის სტატუსის მქონე პირის მიერ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა


1. ბაზრობის ტერიტორიაზე განლაგებული არასტაციონარული სავაჭრო ადგილის გამოვლენა, რომელიც არ არის უზრუნველყოფილი საკონტროლო-სალარო აპარატით, –

იწვევს ბაზრობის ორგანიზატორის სტატუსის მქონე პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით თითოეული ისეთი არასტაციონარული სავაჭრო ადგილისათვის, რომელიც არ არის უზრუნველყოფილი საკონტროლო-სალარო აპარატით.

2. ბაზრობის ორგანიზატორის სტატუსის მქონე პირის მიერ ბაზრობის ტერიტორიაზე განლაგებული სავაჭრო ობიექტის ან/და სავაჭრო ადგილის იჯარით გაცემა იმ პირზე, რომელიც მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებული არ არის, –

იწვევს ბაზრობის ორგანიზატორის სტატუსის მქონე პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

3. ბაზრობის ორგანიზატორის სტატუსის მქონე პირის მიერ საგადასახადო ორგანოსთვის ბაზრობის ტერიტორიაზე განლაგებული სავაჭრო ობიექტის ან/და სავაჭრო ადგილის დამქირავებელი პირების შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობა ან/და არასწორი/არასრული ინფორმაციის წარდგენა –   

იწვევს ბაზრობის ორგანიზატორის სტატუსის მქონე პირის დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით.