‼ მუხლი 271. საგადასახადო სამართალდარღვევის საქმის წარმოება / Article 271 - Tax offence proceedings

1. საგადასახადო სამართალდარღვევის საქმეს აწარმოებს შესაბამისი საგადასახადო ორგანო ან ამ კოდექსის 49- ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული პირი. საგადასახადო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი, გარდა ამ მუხლის 1-1  ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

N3581-IIს გამოქვეყნების თარიღი 15/05/2015

1. საგადასახადო სამართალდარღვევის საქმეს აწარმოებს საგადასახადო ორგანო. საგადასახადო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი, გარდა ამ მუხლის 1-1 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.


1-1 . ამ კოდექსის 289-ე მუხლის პირველი−მე-3, მე-10−მე-19, 25-ე და 26-ე ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების გამოვლენის შემთხვევებში საგადასახადო სამართალდარღვევათა საქმეებს აწარმოებენ, განიხილავენ და გადაწყვეტილებებს იღებენ ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოები. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო სამართალდარღვევათა საქმეების წარმოების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.
2. საგადასახადო სამართალდარღვევის გამოვლენისას საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი ან ამ კოდექსის 49-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებულ ი პირი ადგენს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სამართალდარღვევა დაფიქსირებულია საგადასახადო შემოწმების აქტში.

N3581-IIს გამოქვეყნების თარიღი 15/05/2015

2. საგადასახადო სამართალდარღვევის გამოვლენისას საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი  ადგენს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სამართალდარღვევა საგადასახადო შემოწმების აქტშია დაფიქსირებული.

2-1 . ამ კოდექსის 277-ე−279-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს ასევე ადგენს აღსრულების ეროვნული ბიურო.
3. ამ კოდექსის 289-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი არ დგება, თუ ქმედება შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს.
4. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირი სამართალდარღვევის ადგილზე განიხილავს საგადასახადო სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევ პირს ადგილზევე უფარდებს საგადასახადო სანქციას. ამ შემთხვევაში პირს შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრება საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე, რომელიც ითვლება საგადასახადო მოთხოვნად.
5. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გასაცნობად წარედგინება სამართალდამრღვევ პირს, რომელსაც უფლება აქვს, წარმოადგინოს განმარტებები და შენიშვნები, რომლებიც აისახება ოქმში ან დაერთვება მას. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ერთი ეგზემპლარი ბარდება ან ეგზავნება სამართალდამრღვევ პირს.
6. თუ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმში არ არის ასახული საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული რომელიმე მონაცემი ან საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონის დარღვევით, შესაბამისი ორგანოს ხელმძღვანელი ან დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას პირის საგადასახადო პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების შესახებ.
7. დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში მასალები დაუყოვნებლივ ეგზავნება შესაბამის საგამოძიებო ორგანოს ქვემდებარეობის მიხედვით, ხოლო პირის მიმართ ამ კოდექსის 289-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის სანქციის შეფარდების საკითხი გადაწყდება საქმეზე საგამოძიებო ორგანოს ან სასამართლოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
8. ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საგამოძიებო ორგანოს ან სასამართლოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 30 დღის ვადაში საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი საგადასახადო სამართალდარღვევის საქმეზე გამოსცემს ბრძანებას. საგადასახადო სანქციის დაკისრების შესახებ გამოცემული ბრძანება ითვლება საგადასახადო მოთხოვნად. ზემოაღნიშნული ვადის დარღვევით გამოცემული ბრძანება ბათილია.
9. (ამოღებულია – 20.05.2011, №4705).
10. ამ კოდექსის 289-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენისას საგადასახადო სამართალდარღვევის საქმის წარმოების უზრუნველსაყოფად გამოიყენება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 244-ე, 245-ე, 247-ე, 248-ე და 249-ე მუხლებით განსაზღვრული ღონისძიებები. სანქციის აღსრულების უზრუნველსაყოფად სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას სამართალდამრღვევი პირის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიმართ გამოსაყენებელი უზრუნველყოფის ღონისძიებები და მათი განხორციელების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
11. თუ 30 დღის ვადაში შეუძლებელია სამართალდამრღვევი პირის დადგენა ან/და მისი იდენტიფიკაცია, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს ბრძანებას ამ კოდექსის 289-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის შესახებ. უსასყიდლოდ ჩამორთმეული და სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების რეალიზაციის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

1. Tax offence cases shall be conducted by the relevant tax authority. The procedure for conducting tax offence cases shall be established by the Minister of Finance of Georgia except for cases provided for under paragraph 11 of this article.

11. If offences under Article 289(1-3), (10-19),(25), and (26) of this Code have been revealed, tax offence cases shall be conducted and considered, and decisions on such cases shall be made by the competent authorities of the Ministry of Internal Affairs of Georgia as well. Where so provided for by this paragraph, the procedure for conducting tax offence cases shall be determined under a joint order of the Minister for Finance of Georgia and the Minister for Internal Affairs of Georgia.

2. Where a tax offence has been revealed, an authorised person of the tax authority shall draw up a tax offence report, except where the tax offence has been indicated in the tax audit report.

21. In case an offence provided for in Articles 277-279 of this Code has been revealed, the National Bureau for Enforcements shall draw up a tax offence report as well.

3. No tax offence report shall be drawn up in cases provided for under Article 289 of this Code if the act contains any signs of a crime provided for under Article 214 of the Criminal Code of Georgia.

4. A person authorised to draw up a tax offence report shall consider a tax offence case at the scene of the offence, and administer a tax sanction to such a person. In such a case, the relevant responsibility shall be imposed upon such a person based on the tax offence report that shall be deemed to be a Tax Notice.

5. A tax offence report shall be presented to the person having committed the offence, who shall have the right to provide clarifications and notes that shall be reflected in or appended to the report. A copy of a tax offence report shall be served upon or sent to the offender.

6. If a tax offence report does not reflect any details defined by the legislation of Georgia, or a tax offence report is executed in violation of the law, the head of the relevant authority or the authority considering the case shall release the person from tax liability.

7. If any signs of a crime have been revealed, the materials shall be immediately forwarded to the investigation authority of the competent jurisdiction, and the imposition of a penalty for an offence provided for by Article 289 of this Code upon the person shall be resolved after the investigation authority or the court has made a relevant decision on the case.

8. In the cases provided for by the seventh paragraph of this article, an authorised person of the tax authority shall issue an order on the tax offence case within 30 days after the investigation authority or the court has delivered a relevant decision. An order imposing a tax sanction shall be deemed a Tax Notice. Any order issued in violation of the above time limit shall be void.

9. (Deleted - No 4705, 20.5.2011)

10. If a tax offence provided for by Article 289 of this Code is revealed, the measures defined under Articles 244, 245, 247, 248 and 249 of the Administrative Offence Code of Georgia shall apply to secure the tax offence proceeding. The security measures to be applied to the offender, goods and/or transport vehicles of the offender and the procedure of their execution, in order to secure the enforcement of a penalty in a tax offence proceeding and the procedure for administration of such measures shall be defined by an order of the Minister for Finance of Georgia.

11. If the offender cannot be established and/or identified within 30 days, an authorised person of the tax authority shall issue an order on abandoning the goods and/or a transport vehicle of the offender, provided for by Article 289 of this Code, to the State. The procedure for the sale of goods and/or a transport vehicle seized or abandoned to the State shall be determined in compliance with the legislation of Georgia.