‼ მუხლი 270. საგადასახადო სანქცია / Article 270 - Tax sanction

1. საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის.
2. საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
3. ერთი და იმავე საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს არ შეიძლება დაეკისროს სხვადასხვა პასუხისმგებლობა ან განმეორებით დაეკისროს პასუხისმგებლობა.
4. რამდენიმე საგადასახადო სამართალდარღვევის გამოვლენისას საგადასახადო სანქცია გამოიყენება თითოეული სამართალდარღვევისათვის ცალ-ცალკე. ამასთანავე, უფრო მკაცრი სანქცია არ შთანთქავს ნაკლებად მკაცრ სანქციას.
5. ამ კოდექსის 289-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ სამართალდამრღვევი ერთზე მეტი პირია, მათ ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქცია სოლიდარულად დაეკისრებათ.
6. საგადასახადო სანქციას საურავი არ ერიცხება.
7. ამ კოდექსის 281-ე მუხლით, 286-ე მუხლის მე-11 ნაწილით, 289-ე მუხლის მე-14 ნაწილითა და 291-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის (გარდა განმეორებით ჩადენილებისა) ფულადი ჯარიმის ნაცვლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება.
7-1 .  ( ამოღებულია – 28.12.2012, №189).
8. (ამოღებულია – 08.11.2011, №5202).

1. A tax sanction shall be a measure of responsibility for a committed tax offence.

2. Tax sanctions shall apply in the form of a warning, penalty interest, monetary fine, seizure of offence goods and/or a transport vehicle, in the cases provided for by this Code.

3. Different responsibilities or repeated responsibility may not be imposed on a person for one and the same tax offence.

4. If several tax offences have been revealed, a tax sanction shall apply for each offence severally. At the same time, a less serious sanction shall not be subsumed into a more serious sanction.

5. Where so provided for by Article 289 of this Code, if there are more than one offender, a sanction provided for by this Code shall be imposed jointly on such persons.

6. Tax penalty interest shall not be accrued on a tax sanction.

7. A warning instead of monetary fine may apply for offences (except for repeated offences) under Article 281, Article 286(11), Article 289(14) and Article 291 of this Code.

71. (Deleted - No 189, 28.12.2012)

8. (Deleted - No 5202, 8.11.2011)