♫ მუხლი 268. საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადაწყვეტილების გამოტანა / Article 268 - Making decisions based on a tax audit report

1. საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი იღებს საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადების ან/და სანქციების დარიცხვის ან არდარიცხვის შესახებ გადაწყვეტილებას, რომლის ასლი წარედგინება გადასახადის გადამხდელს შესაბამის საგადასახადო მოთხოვნასთან ერთად.
2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში საგადასახადო შემოწმების განმახორციელებელი საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი ადგენს ოქმს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ.
3. საგადასახადო შემოწმების შედეგად დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში სათანადო მასალები დაუყოვნებლივ ეგზავნება შესაბამის საგამოძიებო ორგანოს ქვემდებარეობის მიხედვით.
4. საგადასახადო ადმინისტრირების ერთიანი პრაქტიკის ჩამოყალიბების მიზნით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებით იქმნება აუდიტორთა საბჭო, რომელშიც შედიან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები, ასევე მოწვეული სპეციალისტები.
5. თუ საგადასახადო შემოწმების შედეგების შესახებ გადაწყვეტილების მიღება აყალიბებს დაბეგვრის ან/და სამართალდარღვევისთვის სანქციის გამოყენების არსებულისაგან განსხვავებულ პრინციპს/მეთოდს, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, მიმართოს აუდიტორთა საბჭოს, რომელიც უფლებამოსილია მიმართვიდან არა უგვიანეს 20 დღისა მიიღოს გადაწყვეტილება აღნიშნული პრინციპის/მეთოდის გამოყენების ან არგამოყენების თაობაზე. აუდიტორთა საბჭოს გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა საგადასახადო ორგანოსთვის.

1. The tax authority shall make a decision on assessing or not assessing taxes and/or fines, based on the tax audit report; a copy of such a decision shall be presented to the taxpayer along with the relevant Tax Notice.

2. If an administrative offence is revealed, the authorised person of the tax authority who is performing the tax audit shall execute an administrative offence report.

3. If any signs of a crime are revealed as a result of a tax audit, the relevant materials shall be immediately forwarded to the investigation authority of the competent jurisdiction.

4. To develop a uniform tax administration practice, by decision of the Minister for Finance of Georgia, a Board of Auditors shall be set up, which shall comprise employees of the Ministry of Finance of Georgia and the Revenue Service, as well as contracted specialists.

5. If making a decision on the findings of a tax audit introduces a principle/methodology different from existing principles/methodologies of taxation and/or application of penalty for an offence, the tax authority may apply to the Board of Auditors, who may within 20 days make a decision on applying or not applying such a principle/methodology. The decision of the Board of Auditors shall be binding upon the tax authority.