♫ მუხლი 266. საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმება / Article 266 - Inspection of goods subsequent to release

1. საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმება გამოიყენება დეკლარანტის ან/და სხვა ვალდებული პირის მიმართ, თუ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმება არის საბაჟო კონტროლის პროცედურა, რომლის გამოყენებაც საშუალებას იძლევა:
ა) შემცირდეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი ან ამ ტერიტორიიდან გასატანი საქონლის მიმართ საქონლის გაშვებამდე განსახორციელებელი საბაჟო კონტროლის პროცედურების ხვედრითი წილი;
ბ) გაიზარდოს საქონლის გაფორმების ადგილებისა და საბაჟო გამშვები პუნქტების გამტარუნარიანობა;
გ) გაიზარდოს საბაჟო კონტროლის ეფექტიანობა.
3. ამ მუხლის მიზნებისათვის სხვა ვალდებული პირი არის საქართველოს საგადასახადო ორგანოში დეკლარირებული საქონლის შემოტანის ან/და გატანის ოპერაციებთან დაკავშირებული ნებისმიერი პირი (იმპორტიორის ან ექსპორტიორის წარმომადგენელი, გადამზიდველი, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი და სხვა პირი), რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირაა დაკავშირებული საქონლის შემოტანის ან/და გატანის ოპერაციებთან (მათ შორის, საქონლის ტრანსპორტირებასთან, გადატვირთვასთან, შენახვასთან, სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრასთან, საგადასახადო ვალდებულების ოდენობის განსაზღვრასთან, განსაზღვრული სასაქონლო ოპერაციის დასრულებასთან და საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან) – გადასახადის გადამხდელი.
4. საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების ჩატარების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
5. საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების ჩატარებისას დეკლარანტის ან/და სხვა ვალდებული პირის საქმიანობაზე დაკვირვების პროცედურების განხორციელებისას შესაძლებელია საქონლის დათვალიერება და სინჯის ან/და ნიმუშის აღება.
6. საქონლის გაშვების შემდგომ საბაჟო დეკლარაციაში ცვლილებების შეტანის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

1. The inspection of goods subsequent to release shall apply to a declarant and/or any other liable person, unless otherwise provided for by the tax legislation of Georgia.

2. The inspection of goods subsequent to release shall be a customs control procedure, the goal of which is to:

a) reduce the share of customs control procedures to be applied to goods imported into or to be exported from the customs territory of Georgia, to be performed before the release of goods;

b) increase the handling capacity of clearance points and customs checkpoints;

c) increase the efficiency of customs control.

3. For the purposes of this article, any other liable person shall be a person related to export and/or import procedures regarding the goods declared at the tax authority (an importer’s or exporter’s representative, carrier, customs warehouse activity permit holder, and any other person), who is directly or indirectly related to export and/or import procedures (including transportation, transhipment, and storage of goods, defining a customs procedure, determining the amount of tax liability, and completing a defined customs procedure and discharging the tax liability) – a taxpayer.

4. The procedure for conducting the inspection of goods subsequent to release shall be determined by an order of the Minister for Finance of Georgia.

5. When performing the procedures of observing the declarant’s and/or any other liable person’s activity, while conducting the inspection of goods subsequent to release, such goods may be visually inspected and a sample and/or a specimen may be taken.

6. The procedure for introducing changes into a customs entry after the release of goods shall be determined by an order of the Minister for Finance of Georgia.