♫ მუხლი 265. გადაუდებელი გასვლითი საგადასახადო შემოწმება / Article 265 - Urgent field tax audit

1. გადაუდებელი გასვლითი საგადასახადო შემოწმება ტარდება წერილობითი შეტყობინების გარეშე, სასამართლოს ნებართვით, თუ:
ა) ბოლო საგადასახადო შემოწმებისას გამოვლინდა გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულებათა მნიშვნელოვანი დარღვევის ფაქტები;
ბ) არსებობს სანდო ინფორმაცია, რომელიც საეჭვოს ხდის პირის ფინანსური და მატერიალური საშუალებების წარმოშობას;
გ) არსებობს სანდო ინფორმაცია ქონების ან გადასახადით დასაბეგრი სხვა ობიექტის დოკუმენტურად დაუდასტურებელი მატების შესახებ;
დ) საგადასახადო ორგანოში წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციებით და სხვა დოკუმენტებით არ დასტურდება დაბეგვრის ობიექტებისა და გამოანგარიშებული გადასახადების რეალურობა;
ე) წარდგენილი არ არის საგადასახადო დეკლარაცია ან გადასახადის გამოსაანგარიშებლად ან/და გადასახდელად საჭირო დოკუმენტები;
ვ) საგადასახადო ორგანოს აქვს ინფორმაცია, რომ პირი გეგმავს, თავი აარიდოს საგადასახადო ვალდებულებათა შესრულებას საქართველოდან გასვლით, აქტივების სხვა პირისათვის გადაცემით, საგადასახადო სამართალდარღვევის დამადასტურებელი დოკუმენტების განადგურებით, დამალვით, შესწორებით ან შეცვლით ანდა სხვა ღონისძიებების გატარებით.
2. საგადასახადო ორგანო ვალდებულია გადაუდებელი გასვლითი საგადასახადო შემოწმების დაწყებიდან 48 საათში მიმართოს სასამართლოს და მიიღოს მისგან ნებართვა გასვლითი საგადასახადო შემოწმების ჩატარების შესახებ. ამასთანავე, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადის გადამხდელის ქონებაზე გაავრცელოს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა მას საგადასახადო დავალიანება.
3. სასამართლოს ნებართვის მიღებამდე საგადასახადო ორგანოს არ აქვს უფლება, დაიწყოს გადაუდებელი გასვლითი საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო ორგანოს წარმომადგენლებს უფლება აქვთ, დალუქონ გადასახადის გადამხდელის მხოლოდ ის საგადასახადო დოკუმენტები და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, რომლებიც აუცილებელია გადაუდებელი გასვლითი საგადასახადო შემოწმების ჩასატარებლად.
4. თუ სასამართლო საგადასახადო ორგანოს დადგენილ ვადაში არ მისცემს ნებართვას გადაუდებელი გასვლითი საგადასახადო შემოწმების ჩატარების შესახებ, საგადასახადო ორგანო ვალდებულია ახსნას გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დოკუმენტებზე ან/და სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე დადებული ლუქი.

1. An urgent field tax audit shall be conducted without a written notice, with a court’s permission, if:

a) the last tax audit detected significant violations of tax obligations by the taxpayer;

b) there is reliable information raising doubts as to the origin of the person’s financial and material resources;

c) there is reliable information on the growth of property or any other taxable object that has not been documented;

d) the Tax Returns and other documents filed with the tax authority do not confirm the reality of the objects of taxation and taxes calculated;

e) a Tax Return or documents necessary for calculating and/or paying taxes have not been filed;

f) the tax authority has information that a person plans to evade tax obligations by departing from Georgia, transferring assets to other persons, destroying, concealing, or adjusting documents evidencing tax offences or by taking other measures.

2. The tax authority shall be obliged, within 48 hours after commencing an urgent field tax audit, to apply to a court and obtain permission to perform an urgent field tax audit. At the same time, the tax authority may subject the taxpayer’s property to a tax lien/mortgage irrespective of whether or not the taxpayer has any tax liability.

3. Before obtaining a court permission, the tax authority may not commence an urgent field tax audit. The representatives of the tax authority may seal only those tax documents and inventory holdings of the taxpayer that are necessary for performing an urgent field tax audit.

4. If the court does not grant permission to perform an urgent field tax audit to the tax authority within the fixed time, the tax authority shall be obliged to unseal the tax documents and/or inventory holdings of the taxpayer.