♫ მუხლი 261. ინვენტარიზაცია / Article 261 - Taking inventory

1. საგადასახადო ორგანოს უფროსს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე გამოსცეს აქციზური საქონლის მფლობელი პირის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ან/და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციის ჩატარების ბრძანება (საგადასახადო ორგანოს უფროსს უფლება აქვს, არააქციზური საქონლის მფლობელი პირის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ან/და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციის ჩატარების ბრძანება გამოსცეს კალენდარული წლის განმავლობაში არა უმეტეს 2-ჯერ, ხოლო მე-3-ჯერ ინვენტარიზაცია შესაძლებელია ჩატარდეს შემოსავლების სამსახურის უფროსის/მისი მოადგილის ბრძანებით). გადასახადის გადამხდელის ხელმძღვანელმა (დირექტორმა) ინვენტარიზაციის გონივრულ ვადაში ჩატარების მიზნით, ბრძანების ჩაბარებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში უნდა შექმნას საინვენტარიზაციო კომისია. საინვენტარიზაციო კომისიაში შეყვანილი უნდა იქნენ ის პირები, რომლებიც კარგად იცნობენ საინვენტარიზაციო ქონებას, იციან მისი ფასი და პირველადი აღრიცხვა, აგრეთვე საგადასახადო ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში – საგადასახადო ორგანოს თანამშრომლები ან/და მის მიერ მოწვეული სპეციალისტები. საინვენტარიზაციო კომისია ვალდებულია სრულად და დროულად აღრიცხოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები ან/და ძირითადი საშუალებები წარმოებისა და შენახვის ადგილზე, შეუდაროს აღრიცხვის შედეგები ბუღალტრული აღრიცხვის შესაბამის მონაცემებს და ყოველივე ეს შეიტანოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების აღწერის ოქმში.
2. საგადასახადო ორგანოს უფროსს უფლება აქვს, ინვენტარიზაციის ჩატარების ბრძანებით თავად შექმნას საინვენტარიზაციო კომისია და განსაზღვროს მისი შემადგენლობა, აგრეთვე, აუცილებლობის შემთხვევაში, მათ შორის, ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ ვადაში საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე გადასახადის გადამხდელის ხელმძღვანელის (დირექტორის) მიერ ბრძანების გამოუცემლობისას, გამოსცეს საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის ბრძანება. ამ ნაწილის შესაბამისად საინვენტარიზაციო კომისიის შემადგენლობის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მასში გადამხდელის წარმომადგენლის/წარმომადგენლების შეყვანა.
3. საგადასახადო ორგანოს უფროსს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე გამოსცეს ბრძანება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ცალკეულ სახეობათა მიხედვით შერჩევითი ინვენტარიზაციის თაობაზე. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის გარეშე მოახდინოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ფაქტობრივი მდგომარეობის აღწერა გადასახადის გადამხდელის ან მისი წარმომადგენლის თანდასწრებით. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია 2 სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს ცალკეულ სახეობათა მიხედვით სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაშთების სააღრიცხვო (საბუღალტრო) მონაცემები, რის შემდეგაც საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი ახდენს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ფაქტობრივი და ბუღალტრული აღრიცხვის შესაბამისი მონაცემების შედარებას და ყოველივე ეს შეაქვს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების აღწერის ოქმში.

1. The head of the tax authority may, without a court decision, issue an order for taking stock of inventory holdings and/or fixed assets of a person holding excisable goods (the head of the tax authority may issue an order for taking stock of inventory holdings and/or fixed assets of a person holding non-excisable goods for a maximum of two times in a calendar year, and an inventory may be checked for a third time by an order of the Head/Deputy Head of the Revenue Service). To have an inventory checked within a reasonable time, the taxpayer's manager (director) shall set up an Inventory Commission within two working days after being served with such an order. The Inventory Commission shall comprise the persons who are well familiar with goods subject to inventory, their price and their original records and, if so requested by the tax authority, also employees of and/or specialists contracted by the tax authority. The Inventory Commission shall be obliged, in full and on time, to take stock of inventory holdings and/or fixed assets at the place of their production and storage, compare the obtained inventory with the respective accounting data, and record the results in the Inventory Report of Inventory Holdings and/or Fixed Assets.

2. The head of the tax authority may himself/herself set up an Inventory Commission by an order on taking an inventory, and determine its composition and, if necessary, inter alia, if the taxpayer's manager (director) does not issue an order setting up an Inventory Commission within the time fixed in the first paragraph of this article, issue an order setting up such an Inventory Commission. When determining the composition of the Inventory Commission in accordance with this paragraph, including the taxpayer’s representative(s) in the commission shall be provided for.

3. The head of the tax authority may, without a court decision, issue an order on random sampling inventory of specific types of inventory holdings and/or fixed assets. The tax authority may take stock of the actual condition inventory of the inventory holdings and/or fixed assets without setting up an Inventory Commission, in the presence of the taxpayer or his/her representative. The taxpayer shall produce, within two working days, the accounting records of the balances of inventory holdings and/or fixed assets, after which an authorised person of the tax authority shall compare the data of the actual records and the accounting records for inventory holdings and/or fixed assets, recording all of them in the Inventory Report of Inventory Holdings and/or Fixed Assets.