♫ მუხლი 257. ქრონომეტრაჟი / Article 257 - Time study

1. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, დროის გარკვეულ პერიოდში გადასახადის გადამხდელის შემოსავლების, საქონლის/მომსახურების მიწოდების მოცულობისა და დაქირავებულ ფიზიკურ პირთა რაოდენობის დადგენის მიზნით განახორციელოს გადასახადის გადამხდელის ეკონომიკურ საქმიანობაზე დაკვირვება და ქრონომეტრაჟის ჩატარების გზით ამ საქმიანობის გამოკვლევა.
2. ქრონომეტრაჟი ტარდება დღე - ღამის განმავლობაში გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოებული ან / და მიწოდებული საქონლის / მომსახურების მოცულობის შესახებ უწყვეტი ჩანაწერების წარმოებით . საჭიროების შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირს უფლება აქვს , დააყენოს მრიცხველები და სხვა ტექნიკური საშუალებები და ქრონომეტრაჟის ჩატარების ყოველი დღის ბოლოს განახორციელოს მათი მონაცემების რეგისტრაცია .
3. ქრონომეტრაჟი ტარდება არანაკლებ 7 დღის განმავლობაში. ქრონომეტრაჟის დაწყებისა და დასრულების ვადები განისაზღვრება კონკრეტული კალენდარული თარიღით ან/და კონტროლს დაქვემდებარებული ოპერაციის შესრულების ვადით.
4. შემოსავლების სამსახურის მიერ სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში ქრონომეტრაჟის ჩატარებისას შესაძლებელია მოწვეულ იქნეს ამ ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი, ასევე საჭიროების შემთხვევაში ხელშეკრულების საფუძველზე მოიწვევა ექსპერტი/სპეციალისტი.

1. To determine the level of a taxpayer’s revenue, the volume of supplied goods/delivered services and the number of hired natural persons, the tax authority may survey the taxpayer’s economic activity and conduct a time study of the taxpayer’s activity.

2. The time study shall be conducted by keeping uninterrupted records of the volume of goods manufactured and or supplied/services delivered by the taxpayer. If necessary, an authorised person of the tax authority may install metering and other technical devices and register their records at the end of each day when the time study is conducted.

3. A time study shall be conducted for at least seven days. The time of commencement and completion of a time study shall be determined by a particular calendar date and/or by the date of completion of a procedure subject to control.

4. If so provided for by an agreement made by the tax authority and any other administrative authority, a representative of such administrative authority may participate in and, if necessary, an expert/specialist be contracted for conducting the time study.