♫ მუხლი 255. ზოგადი დებულებანი საგადასახადო კონტროლთან დაკავშირებით / Article 255 - General provisions related to tax control

1. ამ კარით განსაზღვრულ საგადასახადო კონტროლთან დაკავშირებით ზოგადი დებულებები გამოიყენება ყველა პირის მიმართ, თუ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. საგადასახადო კონტროლს ახორციელებს მხოლოდ საგადასახადო ორგანო. სხვა მაკონტროლებელ და სამართალდამცავ ორგანოებს ეკრძალებათ პირის საქმიანობის საგადასახადო კონტროლის განხორციელება, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

5092-IIს 01/06/2016

2.  პირის საქმიანობის საგადასახადო კონტროლს ახორციელებს მხოლოდ საგადასახადო ორგანო. სხვა მაკონტროლებელ ორგანოებს და სამართალდამცავ ორგანოებს ეკრძალებათ პირის საქმიანობის საგადასახადო კონტროლის განხორციელება.“;


3. საგადასახადო კონტროლის პროცედურებმა გონივრულ ფარგლებში არ უნდა დაარღვიოს პირის საქმიანობის ჩვეული რიტმი და არ უნდა გააჩეროს მისი საქმიანობა.
4. საგადასახადო კონტროლის სახეებია მიმდინარე კონტროლი და საგადასახადო შემოწმება.
5. საგადასახადო კონტროლი ხორციელდება მოსამართლის ბრძანების გარეშე, გარდა ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა.
6. მოსამართლის ბრძანების გარეშე აკრძალულია პირის საქმიანობის უკვე შემოწმებული საკითხის იმავე პერიოდის ხელახალი შემოწმება, გარდა იმ საკითხებისა, რომელთა მიხედვითაც პირი უკვე შემოწმებულ პერიოდზე შესწორებულ საგადასახადო დეკლარაციას წარადგენს.
7. საჭიროების შემთხვევაში, საგადასახადო კონტროლის კონკრეტული მოქმედების განხორციელების მიზნით შესაძლებელია მოწვეულ იქნეს სპეციალისტი/ექსპერტი.
8. საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობას ამ მუხლით განსაზღვრული საკითხის თაობაზე სასამართლო განიხილავს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
9. სისხლის სამართლის საქმეზე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით/დავალებით ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შემოწმების ან დოკუმენტური/ბუღალტრული რევიზიის აქტი ითვლება საგადასახადო შემოწმების აქტად.

5092-IIს 01/06/2016

მე-9 ნაწილი ამოღებულ იქნეს.


10. გადასახადის გადამხდელის ინიციატივით საგადასახადო შემოწმების ჩატარებისას საგადასახადო კონტროლი ხორციელდება მოსამართლის ბრძანების გარეშე.


1. The general provisions related to tax control, set out in this Section, shall apply to all persons unless otherwise provided for by the tax legislation of Georgia.

2. Only a tax authority shall perform tax control of a person’s activity. Other controlling and law-enforcement bodies shall be prohibited from performing tax control of a person’s activity.

3. Tax control procedures shall not reasonably disturb the ordinary course of activity of a person and shall not suspend his/her activity.

4. The types of tax control shall be current control and tax audit.

5. Tax control shall be performed without a judge’s order, except as expressly provided for by this Code.

6. Without a judge’s order, it shall be prohibited to re-audit an already audited matter of a person’s activity, except matters for which a person files an adjusted tax return for an already audited period.

7. If necessary, a specialist/expert may be contracted to perform a particular act of tax control.

8. The court shall consider an application of the tax authority regarding a matter defined by this article in the manner provided for by the Administrative Procedure Code of Georgia.

9. (Deleted - No 5092, 13.5.2016).

10. Tax control shall be performed without a judge’s order, when conducted on a taxpayer’s initiative.