$ მუხლი 250. საბანკო გარანტია / Article 250 - Bank guarantee

1. საბანკო გარანტიის ძალით საბანკო დაწესებულება (გარანტი) გადასახადის გადამხდელის თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების ფარგლებში საგადასახადო ორგანოს წერილობითი მიმართვის საფუძველზე დაფარავს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანებას.
2. არ შეიძლება საბანკო გარანტია გარანტმა უკან გამოითხოვოს.
3. გარანტის მიერ თავისი მოვალეობების შეუსრულებლობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, მოსთხოვოს საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ნებისმიერ მონაწილეს გადასახადის კუთვნილი თანხისა და შესაბამისი სანქციის გადახდა და გადახდევინების მიზნით გამოიყენოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.
4. ამ მუხლით განსაზღვრული სამართლებრივი ურთიერთობების მიმართ გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობის დებულებები, თუ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.

1. At the request of a taxpayer, under a bank guarantee, a banking institution (guarantor) undertakes a written obligation to cover the taxpayer’s outstanding tax liability to the extent of the obligation undertaken, based on the written application of the tax authority.

2. A bank guarantee cannot be revoked by the guarantor.

3. If the guarantor fails to fulfil his/her obligations, the tax authority may claim payment of the applicable amount of tax and the relevant penalties from any participant of the bank guarantee agreement and apply tax collection compliance security measures provided for under this Code.

4. The legal relations defined under this Code shall be governed by provisions of the civil legislation of Georgia, unless otherwise provided for by the tax legislation of Georgia.