$ მუხლი 249. თავდებობა / Article 249 - Surety

1. თავდებობის ხელშეკრულებით თავდები სოლიდარულად კისრულობს ვალდებულებას, სრული მოცულობით დაფაროს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანება, თუ გადასახადის გადამხდელი დადგენილ ვადაში არ გადაიხდის გადასახადის კუთვნილ თანხას და შესაბამის სანქციას. თავდებობა ფორმდება თავდებსა და საგადასახადო ორგანოს შორის დადებული ხელშეკრულებით.
2. თავდები შეიძლება იყოს როგორც იურიდიული, ისე ფიზიკური პირი. ერთი და იმავე ვალდებულების თავდები შეიძლება იყოს რამდენიმე პირი. ასეთ შემთხვევაში ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები, მაშინაც კი, თუ მათ თავდებობა ერთობლივად არ უკისრიათ.
3. თავდების მიერ თავისი მოვალეობების შეუსრულებლობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, მოსთხოვოს თავდებობის ხელშეკრულების ნებისმიერ მონაწილეს გადასახადის კუთვნილი თანხისა და შესაბამისი სანქციის გადახდა და გადახდევინების მიზნით გამოიყენოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.
4. ამ მუხლით განსაზღვრული სამართლებრივი ურთიერთობების მიმართ გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობის დებულებები, თუ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.

1. Under a surety contract, a surety jointly undertakes to fully discharge the taxpayer’s outstanding tax liability, if the taxpayer fails to pay the applicable amount and the relevant penalty within a fixed term. A surety shall be executed under an agreement between a surety and the tax authority.

2. A surety can be either a legal person, or a natural person. Several persons may be sureties for the same obligation. In such a case, they shall be responsible as joint debtors, even if they have not undertaken the surety jointly.

3. If a surety fails to fulfil his/her obligations, the tax authority may claim payment of the applicable tax amount and the relevant penalty from any participant of the surety contract and apply tax collection compliance security measures provided for under this Code.

4. The legal relations defined by this article shall be governed by provisions of the civil legislation of Georgia, unless otherwise provided for by the tax legislation of Georgia.