$ მუხლი 248. საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა გადასახადის გადამხდელის მიერ / Article 248 - Securing discharge of tax liability by a taxpayer

1. გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო დავალიანების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებებია:
ა) თავდებობა;
ბ) საბანკო გარანტია;
გ) დაზღვევის პოლისი.
2. საქართველოს ფინანსთა მინისტრს უფლება აქვს, იმპორტის ან ექსპორტის გადასახდელების გადახდის უზრუნველყოფის მიზნით განსაზღვროს გარანტიის სხვა სახეები.

1. A taxpayer may use the following means of securing discharge of tax liabilities:

a) surety

b) bank guarantee

c) insurance policy.

2. To secure payment of import and export duties, the Minister for Finance of Georgia may define other types of guarantee.