$ მუხლი 246. ცრუმაგიერი მფლობელობა / Article 246 – Alter ego possession

1. თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები.
2. გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

1. If the court rules that it is virtually impossible to differentiate the taxpayer from any other person and the latter is used for tax collection compliance security measures evasion, these persons shall be deemed alter egos for each other.

2. To enforce payment of the taxpayer’s acknowledged outstanding tax liability the tax authority may enforce tax collection compliance security measures against an alter ego person.