$ მუხლი 243. საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა / Article 243 - Presenting a collection order to a bank account

1. ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, აღიარებული საგადასახადო დავალიანების ფარგლებში პირის საბანკო ანგარიშებიდან (გარდა საანაბრო (ვადიანი) ანგარიშისა) საინკასო დავალებით ჩამოწეროს გადასახადის, საურავისა და ჯარიმის თანხები და ჩარიცხოს ისინი შესაბამის ბიუჯეტში.
2. საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება პირის საბანკო ანგარიშიდან გადასახადისა და სანქციის თანხის ჩამოწერის შესახებ ამ პირს ეგზავნება ელექტრონული ფორმით.
3. საგადასახადო ორგანოს საინკასო დავალებაში მიეთითება პირის საიდენტიფიკაციო ნომერი და ჩამოსაწერი თანხის ოდენობა.
4. აღიარებული საგადასახადო დავალიანების გაზრდის ან შემცირების შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საბანკო დაწესებულებაში წარდგენილ საინკასო დავალებაში განახორციელოს თანხის შესაბამისი კორექტირება.


1. In the cases provided for by this Code, the tax authority may, to the extent of the acknowledged outstanding tax liability, charge the amounts of taxes, penalties and fines against his/her bank account (other than deposit (time deposit) accounts) by a collection order and transfer the amounts to the respective state budget accounts.

2. A decision of the tax authority on charging the amount of payable tax and applicable penalty against a person’s bank account shall be sent to such a person electronically.

3. A collection order of the tax authority shall state the person’s identification number and the amount to be charged.

4. If the acknowledged outstanding tax liability is increased or decreased, the tax authority may make an appropriate amendment in the collection order presented to the banking institution.