$ მუხლი 242. ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია / Article 242 - Sale of seized property

1. საგადასახადო ორგანოს ან აღსრულების ეროვნული ბიუროს (აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ქონებაზე ყადაღის დადების პროცედურების განხორციელების შემთხვევაში) შუამდგომლობას პირის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის ან პირდაპირ სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემის შესახებ სასამართლო განიხილავს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. საგადასახადო ორგანო/აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია მოითხოვოს მოვალის ყადაღადადებული ქონების პირდაპირ სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღიარებული საგადასახადო დავალიანება ქონების საბაზრო ღირებულების ტოლია ან აღემატება მას.
2. საჯარო შეტყობინების შედეგად აღიარებული საგადასახადო დავალიანების შემთხვევაში საგადასახადო ორგანო პირის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის თაობაზე შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრების ვადის გასვლიდან 10 დღის შემდეგ.
3. მოვალის საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული და ყადაღადადებული ქონების აუქციონის წესით რეალიზაციას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო მოსამართლის ბრძანების საფუძველზე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქონებისა, რომლის რეალიზაციასაც ახორციელებს საგადასახადო ორგანო.
4. ყადაღადადებული მალფუჭებადი საქონლის რეალიზაცია შეიძლება განხორციელდეს დაუყოვნებლივ. მალფუჭებად საქონელზე ყადაღის დადება და მისი რეალიზაცია ხორციელდება სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე.
5. ქონების გაყიდვის შედეგად მიღებული შემოსავლით პირველ რიგში დაიფარება:
ა) აღსრულების საფასური და აღსრულების ხარჯი – აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ქონების რეალიზაციის შემთხვევაში;
ბ) ქონების ამოღებასთან და შენახვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქონების რეალიზაციის შემთხვევაში – აგრეთვე ქონების რეალიზაციასთან დაკავშირებული თანხები;
გ) გადასახადის თანხები;
დ) ჯარიმისა და საურავის თანხები.
6. ქონების გაყიდვის შედეგად მიღებული შემოსავლით პირველ რიგში დაფარული თანხების შემდეგ დარჩენილი სახსრები 5 სამუშაო დღის ვადაში უბრუნდება გადასახადის გადამხდელს.
7. მოვალის ყადაღადადებული ქონების ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული წესით რეალიზაციის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება შესაბამის საგადასახადო ორგანოს და წარედგინება მისი რეალიზაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რის შემდეგაც საგადასახადო ორგანო უზრუნველყოფს ამ კოდექსით გათვალისწინებული სათანადო ღონისძიებების განხორციელებას გადასახადის გადამხდელის (მოვალის) და რეალიზებული ქონების ახალი მესაკუთრის მიმართ.

1. The court shall consider an application of the tax authority or the National Bureau for Enforcement (if the procedures for seizure of property are performed by the National Bureau for Enforcement) to sell a person’s seized property or abandoning it directly to the state in the manner provided for by the Administrative Procedure Code of Georgia. The tax authority/the National Bureau for Enforcement may require abandoning of a person’s seized property directly to the state only if the acknowledged outstanding tax liability equals or exceeds the market value of the property.

2. If any outstanding tax liability is acknowledged as a result of a public notice, the tax authority shall apply to court to sell the person’s seized property 10 days after expiry of the term for appealing the Tax Notice.

3. The sale of a debtor’s liened/mortgaged and seized property by auction shall be performed by the relevant authority – the National Bureau for Enforcement – a legal entity under public law within the jurisdiction of the Ministry of Justice of Georgia, based on the order of a judge in the manner provided for by the Law of Georgia on Enforcement Proceedings, except for property referred to in the fourth paragraph of this article, the sale of which shall be performed by the tax authority.

4. The sale of any seized perishable goods can be performed immediately. Perishable goods shall be seized and sold without a court decision.

5. The proceeds of the sale of property shall primarily cover:

a) the enforcement fee and enforcement expenses – if the property is sold by the National Bureau for Enforcement;

b) costs related to seizing and keeping/storing property, and in the case of sale of property referred to in the third paragraph of this article – costs related to the sale of such property as well;

c) payable tax;

d) payable fine and penalty.

6. Funds remaining after the amounts that were to be covered primarily with the proceeds from sale of property have been paid, shall be returned to the taxpayer within five working days.

7. The appropriate tax authority shall be immediately notified of the sale of a debtor’s seized property in the manner provided for by the third paragraph of this article and be furnished with the documents evidencing the sale of such property, after which the tax authority shall perform the appropriate measures provided for under this Code in relation to the taxpayer (debtor) and the new owner of the sold property.