$ მუხლი 241. ქონებაზე ყადაღის დადება / Article 241 - Seizure of property

1. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა) ნებისმიერ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
1-1 . საგადასახადო ორგანოსა და აღსრულების ეროვნულ ბიუროს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე გადასახადის გადამხდელის ქონებაზე ყადაღის დადების პროცედურების განხორციელება საგადასახადო ორგანომ შეიძლება დაავალოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს.
2. ამ კოდექსის მიზნებისათვის ქონებაზე ყადაღის დადება არის პირის ქონების აღწერა ამ ქონების განკარგვის (პირის მიერ ქონების ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, იპოთეკის, უზუფრუქტის, სერვიტუტის ან აღნაგობით დატვირთვის, თხოვების, ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების, სხვისთვის დროებით ან მუდმივ მფლობელობაში გადაცემის) აკრძალვა. საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონებაზე ყადაღის დადების აქტში.
2-1 . ამ მუხლის 1-1 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საგადასახადო ორგანო ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, მასში მითითებული პირის ქონებაზე ყადაღის დადების უზრუნველყოფის მიზნით, უგზავნის აღსრულების ეროვნულ ბიუროს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს ქონებაზე ყადაღის დადების პროცედურების განხორციელებას.
3. საგადასახადო ორგანოს წერილობითი თანხმობით დასაშვებია, პირმა განკარგოს ყადაღადადებული ქონება, თუ ამონაგები თანხა სრულად იქნება მიმართული საგადასახადო დავალიანების დასაფარავად. თუ საგადასახადო ორგანოს თანხმობით განხორციელდა ქონების ან მისი ნაწილის რეალიზაცია და ამონაგები თანხა სრულად იქნა მიმართული საგადასახადო დავალიანების დასაფარავად, ქონებაზე დადებული ყადაღა უქმდება.
4. ქონებაზე ყადაღის დადების აქტს ხელს აწერენ საგადასახადო ორგანოს/აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელი, ქონების შემნახველი, გადასახადის გადამხდელი/ვალდებული პირი და სხვა პირები, რომლებიც ესწრებოდნენ ქონებაზე ყადაღის დადებას. თუ ამ პირებმა უარი განაცხადეს ხელმოწერაზე, აქტში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა.
5. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტს საგადასახადო ორგანო/აღსრულების ეროვნული ბიურო დაუყოვნებლივ უგზავნის შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს.
6. ყადაღადადებული ქონების შეფასებისას შესაძლებელია მოწვეულ იქნეს ექსპერტი ან აუდიტორი.
7. თუ არსებობს პირის მიერ ქონების გასხვისების საშიშროება, რაც გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის საგადასახადო დავალიანების გადახდევინებას, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, დაუყოვნებლივ დაადოს ყადაღა ქონებას (მათ შორის, საბანკო ანგარიშებს), მიუხედავად იმისა, აღიარებულია თუ არა საგადასახადო დავალიანება. ამ შემთხვევაში ყადაღის დადება შესაძლებელია განხორციელდეს დალუქვით. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე გადასახადის გადამხდელის ქონებაზე (გარდა საბანკო ანგარიშებისა) ყადაღის დადება და ამ მიზნით დალუქვის პროცედურების განხორციელება დაავალოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს.
8. ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საგადასახადო ორგანომ ან აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ქონებაზე ყადაღის დადების პროცედურების განხორციელების შემთხვევაში ყადაღის დადებიდან 48 საათში სასამართლოს უნდა წარუდგინოს შუამდგომლობა პირის ქონებაზე (მათ შორის, საბანკო ანგარიშებზე) ყადაღის დადების დადასტურების შესახებ. სასამართლო ვალდებულია მომდევნო 48 საათის განმავლობაში გამოიტანოს განჩინება შუამდგომლობის სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე ან უარყოფის შესახებ. თუ აღნიშნულ ვადაში საგადასახადო ორგანო ან აღსრულების ეროვნული ბიურო სასამართლოში არ წარადგენს შუამდგომლობას ან სასამართლო არ გამოიტანს განჩინებას პირის ქონებაზე (მათ შორის, საბანკო ანგარიშებზე) ყადაღის დადების დადასტურების შესახებ, ყადაღა გაუქმებულად ჩაითვლება, ხოლო ქონებაზე დადებული ლუქი იხსნება.
9. ქონებაზე დადებული ყადაღა უქმდება ამ კოდექსის 239-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
10. საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადება გულისხმობს საგადასახადო ორგანოს მიერ პირის უფლების შეზღუდვას, განკარგოს თავის საბანკო ანგარიშზე არსებული ან ჩარიცხული ფულადი სახსრები ყადაღის მოცულობის ფარგლებში, გარდა იმ შემთხვევისა, როცა პირი ბიუჯეტში იხდის ამ კოდექსით გათვალისწინებული გადასახადის, საურავისა და ჯარიმის თანხებ ს ან იხდის სახელმწიფო ბაჟის თანხას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ან საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეზე. გადასახადის გადამხდელის საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილებაში მიეთითება პირის საიდენტიფიკაციო ნომერი და თანხის ოდენობა. 
11. ამ მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირს უფლება არ აქვს, გახსნას საბანკო ანგარიში იმავე ან სხვა საბანკო დაწესებულებაში.

1. The tax authority, without any court decision, may seize any assets owned by and/or recorded on the balance sheet (other than property held under lease) of a person to the extent of the amount necessary to secure the acknowledged outstanding tax liability. Regarding the seizure of assets, an authorised person of the tax authority shall issue an individual administrative-legal act.

11. Under the contract between the tax authority and the National Bureau for Enforcement, the tax authority may delegate to the National Bureau for Enforcement carrying out procedures for seizure of the taxpayer’s property.

2. For the purposes of this Code, the seizure of property means taking inventory of the property of a person, and prohibiting the disposal of such property (any form of alienation of the property by the person, pledge, mortgage, usufruct, easement, encumbering with building leasehold, lending, signing tenancy or lease agreements, transfer to any other person in temporary or permanent possession by the person). A representative of the tax authority shall record seized items in a Property Seizure Record.

21. In the cases provided for by paragraph (11) of this article, the tax authority shall send an individual administrative-legal act on seizure of the taxpayer’s property, to ensure the seizure of the property of the person indicated in the act, to the National Bureau for Enforcement that performs, in the manner provided for by the legislation of Georgia, procedures for seizure of the property.

3. By written consent of the tax authority, a person may dispose of seized property, if the proceeds are fully put towards satisfying the outstanding tax liability. If property or any part of it has been sold with the consent of the tax authority and the proceeds have been fully put towards satisfying the outstanding tax liability, the seizure of the property shall be cancelled.

4. A Property Seizure Record shall be signed by a representative of the tax authority/National Bureau for Enforcement, the depositary of property, the taxpayer/liable person and other persons present at the seizure of the property. If such persons refuse to sign, a relevant note shall be made in the Record.

5. The tax authority/the National Bureau for Enforcement shall promptly send a Property Seizure Record to the registration authority concerned.

6. An expert or an auditor may be contracted to evaluate the seized property.

7. If there is a risk that a person may transfer property in a way that will complicate or prevent enforcement of payment of the outstanding tax liability, the tax authority may promptly seize the property (including bank accounts) irrespective of whether such tax liability has or has not been acknowledged. In such a case, seizure may be performed by affixing a seal. Under a contract with the National Bureau for Enforcement, the tax authority may assign the National Bureau for Enforcement to perform the seizure of and the respective procedures for affixing a seal to the property (other than bank accounts).

8. In the case provided for in the seventh paragraph of this article, within 48 hours after performing procedures for seizure of property, the tax authority or the National Bureau for Enforcement shall lodge an application to a court for confirmation of the seizure of a person’s property (including bank accounts). Within the next 48 hours, the court shall be obliged to deliver a ruling on granting the application in full or in part or on refusing to grant the application. If within that term the tax authority or the National Bureau for Enforcement does not lodge an application to the court or the court does not deliver a ruling on confirmation of the seizure of property (including bank accounts), the seizure shall be deemed cancelled, and any seal affixed to the property shall be removed.

9. Seizure of property shall be cancelled in the cases provided for by Article 239(9) of this Code.

10. Seizure of a bank account shall mean the limitation by the tax authority of a person’s right to dispose of the funds available in or transferred to his/her bank account to the extent of the amount of the seizure, except for the case when such person pays the tax, fines and penalty amounts payable under this Code to the budget, or pays state duties payable on the cases under consideration at the Constitutional Court of Georgia or a general court. The decision of the tax authority on seizure of a taxpayer’s bank account shall indicate the person’s identification number and the payable amount.

11. In the case provided for by paragraph (10) of this article, the person shall not have the right to open a bank account with the same or any other banking institution.