$ მუხლი 240. მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა / Article 240 – Levying tax on a third person

1. გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, მესამე პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა და მისი ქონებიდან უზრუნველყოს გადასახადის გადახდევინება, თუ გადასახადის გადამხდელის ქონება იმდენად მცირეა, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის სხვა ღონისძიებების განხორციელებამ ვერ უზრუნველყო აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვა და სასამართლოს გადაწყვეტილებით ან სხვა მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილია, რომ მესამე პირს აქვს გადასახადის გადამხდელის დავალიანება, რომლის გადახდის ვადაც დამდგარია.
2. მოთხოვნის სრულად ან ნაწილობრივ შესრულებისთანავე გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანება შესაბამისად უქმდება ან მცირდება.
3. მესამე პირის მიერ საგადასახადო მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ამ პირის მიმართ განახორციელოს ამ კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „გ“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებები.
4. მესამე პირის მიმართ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების რიგითობას ირჩევს საგადასახადო ორგანო.

1. For the purpose of enforcing payment of a taxpayer’s acknowledged overdue tax liability, the tax authority may give a Tax Notice to a third person and enforce payment of tax from his/her property, if the taxpayer’s property is so small that applying other tax liability security measures by the tax authority has not ensured payment of an acknowledged overdue tax liability, and a court decision or any other evidence has established that the third person has an outstanding tax liability that is due.

2. Upon fulfilment of the Tax Notice in full or in part, the taxpayer’s tax liability shall be cancelled or reduced respectively.

3. If the third person fails to satisfy the Tax Notice in 30 days after its receipt, the tax authority may apply the measures provided for by paragraphs (1)(a) and (c)-(f) of Article 238 of this Code in relation to such person.

4. The tax authority shall select the order of priority of carrying out tax collection compliance security measures.