$ მუხლი 238. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფა საგადასახადო ორგანოს მიერ / Article 238 - Securing tax collection compliance by the tax authority

1. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:
ა) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა;
ბ) მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა;
გ) ქონებაზე ყადაღის დადება;
დ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია;
ე) საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა;
ვ) გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება;
ზ) (ამოღებულია).
2. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების რიგითობას ირჩევს საგადასახადო ორგანო, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.
3. ამ თავით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

4. თუ შემოსავლების სამსახურსა და მარეგისტრირებელ ორგანოს ან/და საბანკო დაწესებულებას შორის დადებულია ხელშეკრულება ინფორმაციის (მათ შორის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების თაობაზე ინფორმაციის) ელექტრონულად გაცვლის შესახებ, დასაშვებია ამ თავით გათვალისწინებული ღონისძიებები განხორციელდეს ელექტრონულ-ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებით, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით. ასეთ შემთხვევაში ელექტრონულ დოკუმენტზე ნებისმიერ ელექტრონულ ხელმოწერას ამ პირებისათვის აქვს მატერიალურ დოკუმენტზე პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალა.

649-IIს 10/05/2017

4. თუ შემოსავლების სამსახურსა და მარეგისტრირებელ ორგანოს ან/და საბანკო დაწესებულებას შორის დადებულია ხელშეკრულება ინფორმაციის (მათ შორის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების თაობაზე ინფორმაციის) ელექტრონულად გაცვლის შესახებ, დასაშვებია ამ თავით გათვალისწინებული ღონისძიებები განხორციელდეს ელექტრონულ-ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებით, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით.


5. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საქმის წარმოებისას ამ მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებები საწარმოთა მიმართ გამოიყენება მხოლოდ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ წარმოშობილი საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით.
6. საგადასახადო დავალიანების გაუქმებასთან ერთად უქმდება მისი გადახდევინების უზრუნველსაყოფად დაწყებული ამ თავით გათვალისწინებული ნებისმიერი ღონისძიება, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.
7. ამ თავით გათვალისწინებული ღონისძიებები შეიძლება გაუქმდეს:
ა) საქართველოს ფინანსთა მინისტრის ან შემოსავლების სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით;
ბ) ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში − საგადასახადო ორგანოს უფროსის გადაწყვეტილებით. ამასთანავე, ამ კოდექსის 239-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიება არ შეიძლება გააუქმოს საგადასახადო ორგანოს უფროსმა, თუ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების მიზნით პირის ქონება დატვირთულია საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით.
8. საგადასახადო ორგანოს უფროსის გადაწყვეტილებით, საგადასახადო დავალიანების გადახდევინება შეიძლება გადავადდეს არაუმეტეს 3 წლით, თუ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად გაფორმებულია თავდებობის ხელშეკრულება, წარდგენილია საბანკო გარანტია ან დაზღვევის პოლისი, ანდა თუ საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთულია პირის ქონება, რომლის ღირებულება უზრუნველყოფს საგადასახადო დავალიანების გადახდევინებას. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადებით არ ჩერდება საურავის დარიცხვა.

N2946-Iს გამოქვეყნების თარიღი 24/12/2014

8-1. საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილებით, ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული უზრუნველყოფის საშუალებების წარდგენის გარეშე საგადასახადო დავალიანების გადახდევინება შეიძლება გადავადდეს არაუმეტეს 1 წლით, თუ საგადასახადო დავალიანების თანხა არ აღემატება 5000 ლარს.

9. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ გადასახადის გადამხდელთან ფორმდება ხელშეკრულება, რომელშიც აისახება საგადასახადო ვალდებულებების შესრულების ვადები და პირობები.
10. თუ გადასახადის გადამხდელმა არ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები, უქმდება საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ .
11. საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაცია ხორციელდება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით.

N3581-IIს ამოქმედდეს 2015 წლის 1 ივლისიდან.

8. საგადასახადო ორგანოს უფროსის გადაწყვეტილებით, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინება შეიძლება გადავადდეს არაუმეტეს 3 წლით, თუ გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად გაფორმებულია თავდებობის ხელშეკრულება, წარდგენილია საბანკო გარანტია ან დაზღვევის პოლისი ან/და საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთულია პირის ქონება, რომლის ღირებულება უზრუნველყოფს აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინებას. აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადებით საურავის დარიცხვა არ ჩერდება.

8-1. საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილებით, ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული უზრუნველყოფის საშუალების წარდგენის გარეშე აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინება შეიძლება გადავადდეს არაუმეტეს 1 წლით, თუ აღიარებული საგადასახადო დავალიანების თანხა 5000 ლარს არ აღემატება.

1182-IIს 13/07/2017

8-1. საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილებით, ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული უზრუნველყოფის საშუალების წარდგენის გარეშე აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინება შეიძლება გადავადდეს არაუმეტეს 1 წლით, თუ აღიარებული საგადასახადო დავალიანების თანხა 50 000 ლარს არ აღემატება.

N3581-IIს ამოქმედდეს 2015 წლის 1 ივლისიდან.

9. გადასახადის გადამხდელთან ფორმდება აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულება, რომელშიც აისახება აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდის ვადები და პირობები.

10. თუ გადასახადის გადამხდელმა არ შეასრულა აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები, უქმდება საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ.

11. აღიარებული საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაცია ხორციელდება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.



12. ლიცენზირებული ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარის, ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავლის, ბანკის, როგორც ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავლის, საბროკერო კომპანიის, ნოტარიუსის ან საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვანი პროვაიდერის, როგორც გადამხდელის, მიმართ ამ მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების გამოყენებისას დაუშვებელია აღნიშნულ ღონისძიებათა მიმართვა იმ აქტივებზე, რომლებიც განთავსებულია ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე ან/და რომლებიც არ არის მისი საკუთრება და მიეკუთვნება მისი კლიენტის აქტივებს (კერძოდ, ნომინალურ მფლობელობაში არსებულ ფასიან ქაღალდებსა და ფულად სახსრებზე, აგრეთვე ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე დეპონირებულ ფულსა და ფასიან ქაღალდებზე, საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვანი პროვაიდერის ანგარიშზე განთავსებულ მომხმარებლის ფულად სახსრებზე). კლიენტის ასეთი აქტივები უნდა ირიცხებოდეს საკუთარი აქტივებისაგან განცალკევებულად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
12-1 . ამ თავით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები არ ვრცელდება „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ფინანსურ გირაოზე (ფინანსური გირაოს საგანზე).
12-2. ამ თავით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები, გარდა ამ კოდექსის 243-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებისა, არ ვრცელდება „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მნიშვნელოვანი სისტემის მონაწილის ანგარიშსწორების ანგარიშზე.
13. (ამოღებულია).

1. To secure tax collection compliance, the tax authority may apply the following measures:

a) imposing a tax lien/mortgage;

b) levying a tax on a third person;

c) seizing property;

d) selling seized property;

e) presenting a collection order to a bank account;

f) collecting cash from the cash register of the taxpayer;

g) (deleted).

2. The tax authority shall select the order of priority of apply tax collection compliance security measures, unless otherwise provided for by this Code.

3. The procedure for apply the measures provided for by this Chapter shall be determined by an order of the Minister for Finance of Georgia.

4. If the Revenue Service and the registration authority and/or a banking institution have signed an agreement on electronic exchange of information (including information on tax collection compliance security measures), the measures provided for under this Chapter may be applied using electronic technologies, subject to the terms and conditions stipulated by such an agreement. In such a case, any electronic signature on an electronic document for such persons shall have legal force equal to that of a personal signature on a material document.

5. In accordance with the proceedings under the Law of Georgia on Insolvency Proceedings, the measures provided for under this article in relation to companies shall apply only for payment of outstanding tax liability arising after a court decision on filing the application for insolvency has been made.

6. Any measure provided for under this Chapter, that has commenced to secure tax collection compliance, shall be cancelled upon cancellation of the tax liability, unless otherwise provided for by this Code.

7. The measures provided for under this Chapter may be cancelled:

a) by the decision of the Minister for Finance of Georgia or the head of the Revenue Service;

b) where so provided for by the eighth paragraph of this article – by the decision of the head of the tax authority. At the same time, the head of the tax authority cannot cancel a measure provided for under Article 239 of this Code, if the person’s assets are liened/mortgaged in order to postpone the payment of any outstanding tax liability.

8. By the decision of the head of a tax authority, payment of an acknowledged outstanding tax liability may be postponed for a maximum of three years, if, to secure the collection compliance of a taxpayer, a surety agreement has been signed or a bank guarantee or insurance policy has been provided, and/or the taxpayer’s property, the value of which ensures payment of the acknowledged tax liability, has been liened/mortgaged. Postponing payment of the acknowledged outstanding tax liability shall not suspend the accrual of penalties.

81. By decision of a tax authority, collection of an acknowledged outstanding tax liability may be postponed for a maximum of one year without presentation of a guarantee specified in paragraph 8 of this article, provided the acknowledged outstanding tax liability does not exceed GEL 5 000.

9. An agreement on postponing the payment of an acknowledged tax liability shall be signed with a taxpayer, which shall reflect the terms and conditions for payment of the acknowledged tax liability.

10. If the taxpayer fails to fulfil the terms and conditions of the agreement on postponing the payment of an acknowledged tax liability, the decision of a tax authority on postponing the payment of the acknowledged outstanding tax liability shall be cancelled.

11. An acknowledged outstanding tax liability shall be restructured by decision of the Government of Georgia, according to the procedure established by the Law of Georgia on Restructuring Outstanding Tax Liabilities and Government Loans.

12. When administering the measures under this article to a licensed central security depositary, a stockbroker, a bank as a stockbroker, a brokerage firm, notary or a significant payment service provider, as a taxpayer, such measures cannot be enforced against assets that are placed on the nominal holder’s account and/or which are not his/her property and are his/her client’s assets (particularly, securities and money in the possession of a nominal holder, as well as money and securities on a notary’s deposit account, a client’s monetary funds placed on the significant payment service provider’s account). Such assets of the client shall be registered in a separate account in accordance with the legislation of Georgia.

121. The tax collection compliance security measures provided for by this Chapter shall not apply to a financial pledge (object of a financial pledge) provided for in the Law of Georgia on Payment System and Payment Services.

122. The tax collection compliance security measures provided for by this Chapter, except for those indicated in Article 243 of this Code shall not apply to the significant system participant’s settlement account referred to in the Law of Georgia on Payment System and Payment Services.

13. (Deleted).