მუხლი 237. დროებითი შემოტანა / Article 237 - Temporary admission

1. დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაცია საშუალებას იძლევა, უცხოური საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დროებით იქნეს შემოტანილი.
2. დროებითი შემოტანისას საქონელი სრულად ან ნაწილობრივ თავისუფლდება იმპორტის გადასახდელებისაგან. სრულად გათავისუფლებული საქონლის ნუსხას განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
3. იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებით შესაძლებელია დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში მოექცეს ის უცხოური საქონელი, რომელიც რჩება უცხოური საწარმოს/ორგანიზაციის ან არარეზიდენტი ფიზიკური პირის საკუთრებაში.
4. დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციის განხორციელებისას წარდგენილი უნდა იქნეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ლიცენზია/ნებართვა.
5. დროებით შემოტანილი საქონელი უცვლელად უნდა იქნეს უკან გატანილი ან სხვა სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული, გარდა ექსპლუატაციით, ტრანსპორტირებით ან შენახვის ნორმალური პირობებისათვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით გამოწვეული ცვლილებებისა.
6. დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში შეიძლება მოექცეს ასევე ის უცხოური საქონელი, რომლის მიმართაც განსაზღვრული იყო სხვა სასაქონლო ოპერაცია.
7. დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში საქონლის მოქცევის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 წელს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შემოსავლების სამსახური განსხვავებულ ვადას დაადგენს.

1. Under the temporary admission customs procedure, foreign goods may be temporarily brought into the customs territory of Georgia.

2. When admitted temporarily, goods shall be subject to a total or partial relief from import duty. The Minister for Finance of Georgia shall define the list of goods subject to total import duty relief.

3. Under import duty partial relief, the foreign goods remaining in the ownership of a foreign enterprise/organisation or a non-resident natural person may be placed under the temporary admission procedure.

4. To perform the temporary admission procedure, the license/permit provided for under the legislation of Georgia shall be produced.

5. Goods admitted temporarily shall be re-exported in an unchanged condition or placed under any other customs procedure, except for the changes resulting from operation, transportation or natural loss characteristic for normal storage conditions.

6. The foreign goods, for which any other customs procedure has been identified, may also be placed under a temporary admission procedure.

7. The term for placing goods under a temporary admission procedure shall not exceed three years, except when the Revenue Service determines a different term.