მუხლი 236. გარე გადამუშავება / Article 236 - Outward processing

1. გარე გადამუშავების სასაქონლო ოპერაცია გამოიყენება საქართველოს საქონლის მიმართ, რომლის დროებითი გატანისას გადაიხდევინება ექსპორტის გადასახდელები და ხორციელდება სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებები, ასევე ხორციელდება ის პროცედურები, რომლებიც გათვალისწინებულია ექსპორტისას, ხოლო მისგან მიღებული გადამუშავებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას გადაიხდევინება კუთვნილი იმპორტის გადასახდელები.
2. იმპორტის გადასახდელები განისაზღვრება გატანილი გადასამუშავებელი და დაბრუნებული გადამუშავებული საქონლის საბაჟო ღირებულებებს შორის სხვაობის თანხის, ასევე გადამუშავებული საქონლის სახეობისა და რაოდენობის და იმპორტის გადასახდელების განაკვეთების გათვალისწინებით.
3. საქონლის უსასყიდლოდ გადამუშავების დამადასტურებელი დოკუმენტის (მათ შორის, საწარმოო დეფექტის არსებობისას) წარდგენისას გადამუშავებული საქონლის იმპორტისას იმპორტის გადასახდელები არ გადაიხდევინება.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული შეღავათი არ ვრცელდება, თუ გარე გადამუშავების სასაქონლო ოპერაციის განხორციელებამდე საწარმოო დეფექტი გათვალისწინებული იყო მისი იმპორტში გაშვებისას.
5. შემოსატანი გადამუშავებული საქონელი შეიძლება გადასამუშავებელი საქონლის გატანამდე, შემოსავლების სამსახურის თანხმობით შეიცვალოს უცხოური საქონლით (შემდგომში – შემცვლელი საქონელი).
6. შემცვლელ საქონელს უნდა ჰქონდეს ისეთივე სასაქონლო კოდი, ხარისხი და ტექნიკური მახასიათებლები, როგორიც ექნებოდა შემოსატან გადამუშავებულ საქონელს.
7. შემცვლელი საქონლის შემოტანისას მის მიმართ განისაზღვრება დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაცია იმ ვადით, რომელი ც საჭიროა გადამუშავებული საქონლის შემოსატანად. აღნიშნული ვადის გასვლამდე შემცვლელი საქონელი გატანილი უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიიდან ან მის მიმართ უნდა განისაზღვროს სხვა სასაქონლო ოპერაცია.
8. საქართველოს ტერიტორიაზე დატოვებულ შემცვლელ საქონელზე ვალდებულების წარმოშობის შემთხვევაში იმპორტის გადასახდელები განისაზღვრება შემცვლელი საქონლის სახეობის, რაოდენობის, საბაჟო ღირებულებისა და ვალდებულების წარმოშობის დღეს მოქმედი იმპორტის გადასახდელების განაკვეთების გათვალისწინებით.
9. გარე გადამუშავებაში მოქცეულ საქონელზე გადამუშავების ვადის გასვლამდე შეიძლება განისაზღვროს ექსპორტის სასაქონლო ოპერაცია.

1. The outward processing procedure shall apply to Georgian goods, whose temporary export is subject to export duty and commercial policy measures, as well as to the procedures applicable to export; and processed products obtained from such goods shall be subject to the applicable import duty, when brought into the customs territory of Georgia.

2. Import duty shall be determined taking into consideration the difference between the customs values of goods taken out for outward processing and processed goods returned, as well as the type and quantity of processed goods and import duty rates.

3. In the event a document evidencing processing of goods free of charge (including a document evidencing a manufacturing defect) is provided, the import of processed goods shall be import duty exempt.

4. The privilege referred to in the third paragraph of this article shall not apply, if a manufacturing defect was taken into consideration while placing goods under import, before applying the outward processing procedure.

5. In agreement with the Revenue Service, processed goods to be imported may be substituted with foreign goods (substitute goods) before exporting goods to be processed.

6. Substitute goods shall have the same commodity code, quality and technical characteristics that processed goods to be admitted would have had.

7. When admitting substitute goods, the temporary admission customs procedure shall be identified for such goods for the term needed to import processed goods. Before the expiry of such term, substitute goods must be exported from the territory of Georgia, or any other customs procedure must be identified for them.

8. In the event any obligation arises for the substitute goods left in the territory of Georgia, import duty shall be determined taking into consideration the type, quantity and customs value of the substitute goods, as well as the import duty rates in force on the day when such obligation arises.

9. For any goods placed under an outward processing procedure, an export customs procedure may be identified, before the expiry of the term of processing.