მუხლი 235. შიდა გადამუშავება / Article 235 - Inward processing

1. შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაცია გამოიყენება:
ა) უცხოური საქონლის მიმართ, რომლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას არ გადაიხდევინება იმპორტის გადასახდელები და არ ხორციელდება სატარიფო ღონისძიებები, ხოლო მისგან მიღებული გადამუშავებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას არ გადაიხდევინება ექსპორტის გადასახდელები;
ბ) უცხოური საქონლის მიმართ, რომლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას არ გადაიხდევინება იმპორტის გადასახდელები და არ ხორციელდება სატარიფო ღონისძიებები, ხოლო მისგან მიღებული გადამუშავებული საქონლის იმპორტში გაშვებისას გადაიხდევინება იმპორტის გადასახდელები და ხორციელდება სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებები;
გ) იმპორტში გაშვებული საქონლის მიმართ, რომელზედაც გადახდილი იმპორტის გადასახდელები უნდა დაექვემდებაროს დაბრუნებას ან ჩათვლას, თუ გადახდილი იმპორტის გადასახდელები უკვე არ არის დაბრუნებული ან ჩათვლილი, და მისგან მიღებული გადამუშავებული საქონელი გაიტანება საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან.
2. თუ გადაუმუშავებელი ან/და გადამუშავებული საქონლის მიმართ იმპორტისას წარმოიშვა ვალდებულება, გადასახდელი თანხა განისაზღვრება:
ა) გადაუმუშავებელი საქონლის შემთხვევაში – შიდა გადამუშავების საბაჟო დეკლარაციაში მითითებული საქონლის სახეობის, საბაჟო ღირებულებისა და რაოდენობის საფუძველზე, საქონლის იმპორტის საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღისათვის მოქმედი იმპორტის გადასახდელების განაკვეთებით;
ბ) გადამუშავებული საქონლის შემთხვევაში – გამოსავლიანობის შესაბამისად ამ საქონლის საწარმოებლად (მისაღებად) დახარჯული შესაბამისი გადაუმუშავებელი საქონლის სახეობისა და საბაჟო ღირებულების საფუძველზე, საქონლის იმპორტის საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს გადაუმუშავებელი საქონლისათვის მოქმედი იმპორტის გადასახდელების განაკვეთებით.
3. შემოსავლების სამსახურთან შეუთანხმებლად შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლის ტერიტორიის გარეთ გატანის ან დაკარგვის შემთხვევაში იმპორტის გადასახდელების გადახდის ვალდებულება ეკისრება დეკლარანტს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქონლის დანაკლისი გამოწვეულია შენახვის ნორმალური პირობებისათვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით.
4. საქონლის გადამუშავების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენის ან/და გადაუმუშავებელი საქონლის ნაშთის იმპორტში გაშვება ექვემდებარება იმპორტის გადასახდელების გადახდას ისევე, როგორც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ასეთ მდგომარეობაში იმპორტირებული საქონელი.
5. თუ საქონლის გადამუშავების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენისათვის განისაზღვრა სასაქონლო ოპერაციის სახე (გარდა იმპორტისა), ასეთ საქონელზე ვალდებულება წარმოიშობა განსაზღვრული სასაქონლო ოპერაციის სახის მარეგულირებელი დებულებების შესაბამისად.
6. შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისას გადაუმუშავებელი საქონელი, გადამუშავებული საქონელი ან/და ნარჩენი, შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებით, გადამუშავების ვადის გასვლამდე გადასამუშავებლად შეიძლება დროებით გატანილ იქნეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ, დაბრუნების პირობით.
7. თუ ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დროებით გატანილი გადაუმუშავებელი საქონელი, გადამუშავებული საქონელი ან/და ნარჩენი გადამუშავების ვადის ამოწურვამდე დაბრუნდა გადამუშავებული საქონლის, გადაუმუშავებელი საქონლის ან/და ნარჩენის სახით, იმპორტის გადასახდელები არ გადაიხდევინება.
8. ამ მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად დროებით გატანილი და საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ გადამუშავებული საქონლის ან/და ნარჩენის დაბრუნებისას შიდა გადამუშავების საბაჟო დეკლარაციაში მითითებული საქონლის საბაჟო ღირებულებას უნდა დაემატოს გატანილი და დაბრუნებული საქონლის საბაჟო ღირებულებებს შორის სხვაობა.
9. შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციისათვის შემოსატანი საქონელი შეიძლება შემოსავლების სამსახურის თანხმობით შეიცვალოს საქართველოს საქონლით (ეკვივალენტური საქონელი), თუ მისი აღწერილობა, ხარისხი, ტექნიკური მახასიათებლები და საბაჟო ღირებულება შეესაბამება შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციისათვის შემოსატანი საქონლის შესაბამის მონაცემებს.
10. ეკვივალენტური საქონლის გადამუშავების შედეგად მიღებული გადამუშავებული საქონელი, ნაშთები ან/და ნარჩენები ითვლება შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციისათვის შემოტანილი საქონლის გადამუშავების შედეგად მიღებულ გადამუშავებულ საქონლად, ნაშთებად ან/და ნარჩენებად.
11. ეკვივალენტურ საქონელს აქვს უცხოური საქონლის სტატუსი, ხოლო შემოტანილ საქონელს – საქართველოს საქონლის სტატუსი.
12. ეკვივალენტური საქონლისაგან მიღებული გადამუშავებული საქონლის, ნაშთების ან/და ნარჩენების საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა ან იმპორტში გაშვება შესაძლებელია მხოლოდ შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციისათვის შემოსატანი საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე. მისი შემოტანის ვადებს ადგენს შემოსავლების სამსახური.

1. The inward processing customs procedure shall apply to:

a) foreign goods that, when brought into the customs territory of Georgia, are import duty and tariff measures exempt, and the processed goods obtained from them, when taken out from the customs territory of Georgia, are export duty exempt;

b) foreign goods that, when brought into the customs territory of Georgia, are import duty and tariff measures exempt, and the processed goods obtained from them , when placed underimport, are subject to import duty and commercial policy measures;

c) goods placed under import, for which the import duty paid must be subject to refund or deduction, if the import duty paid has not been refunded or deducted, and the processed goods obtained from the above are taken out from the customs territory of Georgia.

2. If the import of any unprocessed and/or processed goods gives rise to any obligation with respect to such goods, the payable amount shall be determined:

a) for unprocessed goods – based on the type, customs value and quantity of goods indicated in the Customs Entry of inward processing, at the import duty rates for unprocessed goods in force on the date of registration of the import entry of goods;

b) for processed goods – as per the rate of yield based on the type and customs value of the relevant unprocessed goods expended to manufacture (obtain) such goods, at the import duty rates for unprocessed goods in force on the date of registration of the import entry of goods.

3. If goods placed under an inward processing procedure are carried out of the territory without agreement of the Revenue Service or lost, the obligation to pay the import duty shall be imposed on the declarant except where the loss of goods is caused by natural loss characteristic for normal storage conditions.

4. Waste and/or remainder of unprocessed goods left as a result of goods processing, when placed under import, shall be subject to import duty in the same way as goods imported in the same condition into the customs territory of Georgia.

5. If a customs procedure type (other than import) has been identified for waste left as a result of processing goods, the obligation for such goods shall arise in accordance with the provisions governing the identified customs procedure type.

6. During the inward processing procedure, unprocessed goods, processed goods and/or waste, in agreement with the Revenue Service, may be temporarily taken out of the customs territory of Georgia for processing, before the expiry of the term of the processing procedure, on the condition of being returned.

7. If unprocessed goods, processed goods and/or waste temporarily taken out, as provided for in the sixth paragraph of this article, are returned before the expiry of the term of the processing procedure in the form of processed goods, unprocessed goods and/or waste, no import duty shall be levied.

8. When goods and/or waste temporarily taken out and processed outside the customs territory of Georgia, as provided for in the sixth paragraph of this article, are returned, the difference between the customs values of goods taken out and goods returned must be added to the customs value of goods, as identified in inward procedure customs entry.

9. Goods to be admitted for the inward processing procedure, by the consent of the Revenue Service, may be replaced with Georgian goods (equivalent goods), if their description, quality, technical characteristics and customs value correspond to those of the goods to be admitted for the inward processing procedure.

10. Processed goods, remainder of goods and/or waste obtained as a result of processing equivalent goods shall be deemed as processed goods, remainder of goods and/or waste obtained as a result of processing goods admitted for the inward processing procedure.

11. Equivalent goods shall have the status of foreign goods, and admitted goods – the status of Georgian goods.

12. Processed goods, remainder of goods and/or waste obtained from equivalent goods may be taken out of the customs territory of Georgia or placed under import only before admission into the customs territory of Georgia of the goods to be admitted for the inward processing procedure. The Revenue Service shall set the time limit for admission of such goods.