მუხლი 234. შიდა გადამუშავება და გარე გადამუშავება / Article 234 - Inward processing and outward processing

1. გადამუშავების ოპერაციებია:
ა) საქონლის დამუშავება, მათ შორის, მონტაჟი, აწყობა ან სხვა საქონელზე მორგება;
ბ) საქონლის წარმოება;
გ) საქონლის შეკეთება, მათ შორის, აღდგენა და მუშა მდგომარეობაში მოყვანა;
დ) საქონლის განადგურება;
ე) საქონლის გამოყენება, რომელიც არ შედის გადასამუშავებელი საქონლის შემადგენლობაში, ხელს უწყობს ან აადვილებს გადამუშავების პროდუქტის წარმოებას, მიუხედავად იმისა, რომ ეს საქონელი მთლიანად ან ნაწილობრივ იხარჯება გადამუშავების პროცესში.
2. გადამუშავების სასაქონლო ოპერაცია საშუალებას იძლევა, საქონლის მიმართ გამოყენებულ იქნეს საქონლის გადამუშავების ერთი ან ერთზე მეტი ოპერაცია.
3. გადამუშავების სასაქონლო ოპერაციის განხორციელებისას წარდგენილი უნდა იქნეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ლიცენზია/ნებართვა.
4. გადამუშავების სასაქონლო ოპერაციის გამოყენების პირობებია:
ა) გადამუშავებულ საქონელში გადასამუშავებელი საქონლის იდენტიფიკაციის შესაძლებლობა, გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ბ) გადასამუშავებელი საქონლის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენის ეკონომიკური არამომგებიანობა.
5. გადამუშავების სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისას საქონლის გადამუშავების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 წელს. განსხვავებული ვადის დადგენის უფლება აქვს შემოსავლების სამსახურის უფროსს.
6. გადამუშავების სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისას დეკლარანტი განსაზღვრავს საქონლის გამოსავლიანობას.  
7. გადამუშავებული საქონელი, აგრეთვე გადამუშავების ოპერაციების განხორციელების გარდა სხვა შემთხვევაში გადასამუშავებელი საქონელი და ნარჩენი უნდა დარჩეს უცვლელ მდგომარეობაში, გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია ბუნებრივი ცვეთით, ტრანსპორტირებით ან შენახვის ნორმალური პირობებისათვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით.

1. Processing procedures shall include:

a) handling goods, including installing, assembling or adjusting to other goods;

b) manufacturing goods;

c) repairing goods, including restoration and putting into working condition;

d) destroying goods;

e) using goods that are not part of goods to be processed, facilitating or simplifying manufacturing of a compensating product irrespective of the fact that such goods are fully or partly expended in the course of processing.

2. Under the processing customs procedure, goods may be placed under one or more processing procedures.

3. For a processing procedure to be performed, a license/permit provided for under the legislation of Georgia must be produced.

4. Applying a processing customs procedure shall be subject to the following conditions:

a) the possibility of identifying the goods to be processed in processed goods, except as provided for by paragraph (1)(e) of this article;

b) the economic non-profitability of restoring the goods to be processed to their original condition.

5. Where a processing customs procedure applies, the term for processing goods shall not exceed three years. The Head of the Revenue Service shall be authorised to set a different term.

6. The declarant determines the rate of yield of goods placed under a processing customs procedure.

7. Processed goods, as well as goods and waste to be processed in cases other than a processing customs procedure, shall remain in an unchanged condition except for the changes resulting from natural wear and tear, transportation, or natural loss characteristic for normal storage conditions.