მუხლი 233. რეექსპორტი / Article 233 - Re-export

1. რეექსპორტის სასაქონლო ოპერაცია საშუალებას იძლევა, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი უცხოური საქონელი გატანილ იქნეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ.
2. რეექსპორტისას უცხოური საქონლის გატანა თავისუფლდება გადასახდელებისაგან.
3. რეექსპორტისას უცხოური საქონლის გატანა ხორციელდება გადახდილი თანხის დაბრუნებით ან/და მომავალ ვალდებულებათა ანგარიშში ჩათვლით, იმ სასაქონლო ოპერაციისათვის დადგენილი პირობების გათვალისწინებით, რომელშიც მოქცეული იყო საქონელი.
4. იმპორტში მოქცეული ის საქონელი, რომელსაც დადგენილია, რომ, აქვს დეფექტი, ან რომლის რაოდენობა, ხარისხი, შეფუთვა ან აღწერილობა არ შეესაბამება გარიგებას და ამ მიზეზით უბრუნდება მომწოდებელს ან მის მიერ მითითებულ სხვა პირს, შეიძლება მოექცეს რეექსპორტში.
5. რეექსპორტში მოქცეული საქონელი უნდა დარჩეს უცვლელ მდგომარეობაში, გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია ბუნებრივი ცვეთით, ტრანსპორტირებით ან შენახვის ნორმალური პირობებისათვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით.

1. Under the re-export customs procedure, foreign goods imported into the customs territory of Georgia may be taken out of the customs territory of Georgia.

2. Re-export of foreign goods shall be duty free.

3. When re-exporting foreign goods, the amount paid shall be refunded to and/or deducted from the account of future liabilities, taking into consideration the conditions determined for the customs procedure under which such goods were placed.

4. The goods placed under an import customs procedure, which have a confirmed defect or whose quantity, quality, packaging or description do not conform to the transaction and, due to that, are returned to the supplier or any other person indicated by the supplier, may be placed under re-export.

5. Goods placed under re-export, shall remain in an unchanged condition except for the changes resulting from natural wear and tear, transportation or natural loss characteristic for normal storage conditions.