მუხლი 230. ტრანზიტი / Article 230 - Transit

1. ტრანზიტის სასაქონლო ოპერაცია საშუალებას იძლევა, უცხოური საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გავლით გადაადგილდეს სატარიფო ღონისძიებების განხორციელების გარეშე, საბაჟო კონტროლის ქვეშ.
2. ტრანზიტისას წარდგენილი უნდა იქნეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ლიცენზია/ნებართვა, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
3. დეკლარანტი ან/და საქონლის გადამზიდველი ვალდებულია:
ა) საბაჟო კონტროლის ზონაში დადგენილ ვადაში და უცვლელ მდგომარეობაში წარადგინოს საქონელი იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების) დაუზიანებლად და მისი თანმხლები დოკუმენტები;
ბ) წარადგინოს გარანტიები საქონელთან დაკავშირებით წარმოსაშობი ვალდებულების დაფარვის უზრუნველყოფის მიზნით;
გ) შეასრულოს ტრანზიტის სასაქონლო ოპერაციასთან დაკავშირებული სხვა ვალდებულებები.
4. ტრანზიტი სრულდება, თუ:
ა) საქონელი გადაკვეთს საქართველოს საბაჟო საზღვარს;
ბ) საქონელი მოექცევა სხვა სასაქონლო ოპერაციაში;
გ) განხორციელდა საქონლის განკარგვა.
5. ტრანზიტით გადაადგილებული საქონელი უნდა დარჩეს უცვლელ მდგომარეობაში, გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია ბუნებრივი ცვეთით, ტრანსპორტირებით ან შენახვის ნორმალური პირობებისათვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით.

1. Under a transit customs procedure, foreign goods may move through the customs territory of Georgia without application of tariff measures, under customs control.

2. The license/permit, if any, provided in the legislation of Georgia, shall be provided during transit.

3. A declarant and/or carrier of goods shall:

a) present goods to a customs control zone within the fixed term and in an unchanged condition, without damage to their identification means (marks), and their accompanying documents;

b) produce guarantees ensuring compliance with obligations that may arise with respect to goods;

c) fulfil any other obligations related to transit customs procedure.

4. Transit shall be performed if:

a) goods cross the customs territory of Georgia;

b) goods are placed under another customs procedure;

c) goods have been disposed of.

5. Transited goods shall remain in an unchanged condition except for changes resulting from natural wear and tear, transportation or natural loss characteristic of normal storage conditions.