მუხლი 229. ექსპორტი / Article 229 - Export

1. ექსპორტის სასაქონლო ოპერაცია საშუალებას იძლევა, საქართველოს საქონელი გატანილ იქნეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ, მათ შორის, დროებით, დაბრუნების პირობით. ექსპორტის სასაქონლო ოპერაცია გამოიყენება, თუ საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას იმავე მდგომარეობაში იყო, რომელშიც ექსპორტის დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს, გარდა ბუნებრივი დანაკარგებით გამოწვეული ცვლილებებისა.
2. ექსპორტისას ხორციელდება სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებები.

1. Under the export customs procedure, Georgian goods may be taken out of the customs territory of Georgia, including temporarily, on the condition of return. Export customs procedure shall apply if, when being exported from the customs territory of Georgia, goods were in the same condition as they were on the day of filing the export declaration, except for changes resulting from natural loss.

2. Commercial policy measures shall apply to export.