მუხლი 228. იმპორტი / Article 228 - Import

1. იმპორტისას საქონელს ენიჭება საქართველოს საქონლის სტატუსი, გამოიყენება სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებები და გადაიხდევინება იმპორტის გადასახდელები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2. დეკლარანტი უფლებამოსილია მოითხოვოს იმპორტის გადასახდელის შეღავათიანი განაკვეთის ან/და შეღავათების (პრეფერენციების) გამოყენება, თუ:
ა) ამას ითვალისწინებს საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა;
ბ) საქართველოს კანონმდებლობით იმპორტის გადასახდელის განაკვეთი შემცირდა საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს საქონლის გაშვებისა;
გ) იგი წარადგენს წარმოშობის სერტიფიკატს, რომელიც ითვალისწინებს იმპორტის გადასახადის შეღავათიანი განაკვეთის ან/და შეღავათების (პრეფერენციების) გამოყენებას.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის დებულება არ გამოიყენება, თუ საქონლის გაშვება არ განხორციელებულა მხოლოდ დეკლარანტის მიზეზით ან მისი უმოქმედობის გამო.
4. საქართველოში რეგისტრირებული და საქართველოს ალმით მცურავი გემის მიერ მოპოვებული საზღვაო თევზჭერის პროდუქტებისა და ზღვის სხვა პროდუქტების მიმართ, ასევე გადამამუშავებელ (მწარმოებელ) გემზე ზემოაღნიშნული პროდუქტებისაგან მიღებული პროდუქტების მიმართ არ გამოიყენება იმპორტის სასაქონლო ოპერაცია და ისინი არ იბეგრება იმპორტის გადასახდელებით.

1. Goods shall be granted the status of Georgian goods upon importation, commercial policy measures shall apply to, and applicable import duties shall be payable on, them in accordance with the legislation of Georgia.

2. A declarant may apply for a preferential import duty rate and/or preferences, if:

a) it is provided in the tax legislation in force on the date of filing the Customs Entry;

b) the import duty rate was reduced under the legislation of Georgia after filing of the Customs Entry but not later than the release of goods;

c) the declarant presents a certificate of origin providing for such preferential import duty rate and/or preferences.

3. The provision under paragraph (2)(b) of this article shall not apply, if goods have not been released solely due to the declarant’s act or omission.

4. Products of sea-fishing and other sea products obtained by a vessel registered in Georgia and flying the Georgian flag, as well as other products obtained from the above products on board a factory-ship, shall not be placed under import customs procedure and shall be exempt from import duty.