მუხლი 227. სასაქონლო ოპერაციები / Article 227 - Customs procedures

1.  საქონლის გაფორმებისას გამოიყენება შემდეგი სასაქონლო ოპერაციები:
ა) იმპორტი;
ბ) ექსპორტი;
გ) რეექსპორტი;
დ) ტრანზიტი;
ე) საწყობი;
ვ) (ამოღებულია – 13.10.2011, №5120);
ზ) თავისუფალი ზონა;
თ) დროებითი შემოტანა;
ი) შიდა გადამუშავება;
კ) გარე გადამუშავება.
2. საქონლის გაფორმებისას ხორციელდება დეკლარირება.
3. საქონლის გაფორმებისას, სასაქონლო ოპერაციის პირობების შესაბამისად, წარმოიშობა კუთვნილი გადასახდელების გადახდის ან/და გარანტიის წარდგენის ვალდებულება.
4. გადასახდელების გადახდის ან/და გარანტიის წარდგენის ვალდებულება ეკისრება დეკლარანტს ან საქონლის მფლობელს.
5. სასაქონლო ოპერაციებში საქონლის მოქცევისა და სასაქონლო ოპერაციების გამოყენების წესებს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

1. The following customs procedures shall be used in clearing goods:

a) import

b) export

c) re-export

d) transit

e) warehouse

f) (deleted - No 5120; 13.10.2011)

g) free zone

h) temporary admission

i) inward processing

j) outward processing.

2. Goods shall be declared during clearance.

3. The obligation to pay amounts and/or provide a guarantee shall arise during clearing goods, in accordance with the conditions of the customs procedure.

4. The obligation of paying applicable amounts and/or providing a guarantee shall rest with the declarant or the holder of goods.

5. The Minister for Finance of Georgia shall define the procedures for placing goods under customs procedures and for applying customs procedures.