მუხლი 226. თავისუფალი ვაჭრობის პუნქტი / Article 226 - Duty-free shop

1. თავისუფალი ვაჭრობის პუნქტი არის საბაჟო კონტროლის ზონა, სადაც შესაძლებელია ფიზიკურ პირებზე, რომლებიც ტოვებენ საქართველოს საბაჟო ტერიტორიას, აგრეთვე უცხოეთის დიპლომატიური და მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობების სამსახურებრივი სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობებისა და დიპლომატიური მისიების წევრებზე (მათთან მცხოვრები ოჯახის წევრების ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის საცალო წესით რეალიზებულ იქნეს:
ა) უცხოური საქონელი სატარიფო და არასატარიფო ღონისძიებების განხორციელების გარეშე;
ბ) საქართველოს საქონელი.
2. თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობა ხორციელდება შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე.
3. თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში საქონლის შეტანისას წარდგენილი უნდა იქნეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ლიცენზია/ნებართვა.
4. თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში შესაძლებელია რეალიზებულ იქნეს ნებისმიერი საქონელი, გარდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ განსაზღვრული საქონლისა.
5. თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში შენახული საქონელი უნდა დარჩეს უცვლელ მდგომარეობაში, გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია ბუნებრივი ცვეთით, შენახვის ნორმალური პირობებისათვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით.

1. A duty-free shop shall be a customs control zone selling at retail to natural persons leaving the customs territory of Georgia, as well as for the official use of foreign diplomatic missions and representations equated with them, and for personal use of members of such representations and diplomatic missions (including family members living with them):

a) foreign goods without application of tariff or non-tariff measures;

b) Georgian goods.

2. A duty-free shop shall perform its activities based on a permit granted by the Revenue Service.

3. A license/permit provided for under the legislation of Georgia must be produced when goods are brought into a duty-free shop.

4. Any goods other than those identified by the Ministry of Finance of Georgia may be sold at a duty-free shop.

5. Goods stored in a duty-free shop shall remain in an unchanged condition, except for changes caused by natural wear and tear, natural loss characteristic for normal storage conditions.