მუხლი 225. საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენება / Article 225 – Putting goods to end-use relief

1. თუ საქონელი იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებით გაშვებულია იმპორტში მიზნობრივი დანიშნულებით, იგი რჩება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ.
2. საბაჟო ზედამხედველობა დასრულდება, თუ:
ა) შესრულდა საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პირობა;
ბ) საქონელი დეკლარირებულ იქნა ექსპორტში გამოსაყენებლად;
გ) გადახდილ იქნა იმპორტის გადასახდელების შესაბამისი თანხა;
დ) განხორციელდა საქონლის განკარგვა.

1. If goods are put to import duty end-use relief and import duty privileges are applied to them, they shall remain under customs supervision.

2. Customs supervision shall end if:

a) the condition for end-use of the goods has been fulfilled;

b) the goods have been declared to be used in export;

c) the applicable import duty has been paid;

d) the goods have been disposed of.