მუხლი 224. ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი / Article 224 - Golden List (Authorised Economic Operator)

ოქროს სიაში შეყვანით პირს ენიჭება უფლება, კუთვნილი საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას ან/და გატანისას ისარგებლოს გამარტივებული პროცედურებით და იმპორტის გადასახდელების გადახდის განსხვავებული ვადებით.

97-Iს ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან.

1. საგადასახადო ორგანო, საჭიროების შემთხვევაში, სხვა კომპეტენტურ ორგანოებთან კონსულტაციის შემდეგ, ამ მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული პირობების შესაბამისად გადასახადის გადამხდელს ანიჭებს ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსს.

 2. ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი სარგებლობს უსაფრთხოებასთან და დაცვასთან დაკავშირებული გამარტივებული საბაჟო კონტროლით ან/და გამარტივებული საბაჟო წესებით.

 3. გადასახადის გადამხდელს ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს, თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:

 ა) მისი საქმიანობა შეესაბამება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობას;

 ბ) მას აქვს კომერციული ან/და სატრანსპორტო აღრიცხვის მართვის ისეთი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამისი საბაჟო კონტროლის განხორციელებას;

 გ) იგი გადახდისუნარიანია;

 დ) მას აქვს უსაფრთხოებისა და დაცვის შესაბამისი სტანდარტი.

 4. ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის მიღების პირობები, გამარტივებული საბაჟო პროცედურებით სარგებლობის წესი და საქონლის ნუსხა, რომელზედაც არ ვრცელდება გამარტივებული საბაჟო ფორმალობები, განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

1935-რს 01/01/2018

1. საგადასახადო ორგანო ამ მუხლის მე-7 ნაწილით განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ანიჭებს ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსს.

2. ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსი ითვალისწინებს:

ა) ავტორიზაციას საქონლის გაფორმების პროცედურების გასამარტივებლად;

ბ) ავტორიზაციას დაცვასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესრულების საფუძველზე საბაჟო კონტროლის გასამარტივებლად.

3. ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი შეიძლება ერთდროულად ფლობდეს ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ავტორიზაციას და „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ავტორიზაციას.

4. თუ პირს, რომელიც საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურის გამარტივებით სარგებლობის უფლებას ითხოვს, აქვს ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსი და ასრულებს აღნიშნულ გამარტივებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს, საგადასახადო ორგანომ მას უნდა მისცეს ამ გამარტივებით სარგებლობის უფლება. ამასთანავე, საგადასახადო ორგანომ არ უნდა გადაამოწმოს ის კრიტერიუმები, რომლებიც ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის მინიჭებისას შემოწმდა.

5. საბაჟო კონტროლის დროს ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი სხვა გადასახადის გადამხდელთან შედარებით ხელშემწყობი პირობებით სარგებლობს, რაც ასევე გულისხმობს მისი დოკუმენტებისა და მონაცემების შემოწმების და საქონლის, სატრანსპორტო საშუალებისა და ტერიტორიის დათვალიერების ნაკლები სიხშირით განხორციელებას.

6. საგადასახადო ორგანო ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსთან დაკავშირებული გამარტივებული პროცედურებით სარგებლობის უფლებას ანიჭებს უცხო ქვეყანაში დაფუძნებულ პირს, რომელიც ასრულებს აღნიშნული ქვეყნის შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვალდებულებებსა და პირობებს, რომლებიც საქართველოს მიერ აღიარებულია საქართველოში ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორისათვის დადგენილი ვალდებულებებისა და პირობების ეკვივალენტურად. აღნიშნული უფლების მინიჭება უნდა ეფუძნებოდეს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ნაცვალგების პრინციპს, თუ იმავე ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

7. ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს გადასახადის გადამხდელს, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:

ა) მას არ დაურღვევია საქართველოს საგადასახადო და ადმინისტრაციული კანონმდებლობები და არ ჩაუდენია ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული დანაშაული;

ბ) მას აქვს კომერციული აღრიცხვის და, საჭიროების შემთხვევაში, სატრანსპორტო აღრიცხვის მართვის ისეთი სისტემა, რომელიც შესაბამისი საბაჟო კონტროლის განხორციელებას უზრუნველყოფს;

გ) იგი გადახდისუნარიანი და ფინანსურად მდგრადია;

დ) მას განხორციელებული აქვს საქონლის გაფორმების პროცედურები ან/და იგი/მის მიერ დაქირავებული პირი აკმაყოფილებს პროფესიული კვალიფიკაციის მოთხოვნებს – მხოლოდ ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ავტორიზაციის შემთხვევაში;

ე) იგი უზრუნველყოფს დაცვასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სტანდარტების შესრულებას – მხოლოდ ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ავტორიზაციის შემთხვევაში.

8. ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის ფლობასთან დაკავშირებული გამარტივებული პროცედურები არ ვრცელდება იმ საქონელზე, რომლისთვისაც საქართველოს კანონმდებლობით საბაჟო კონტროლის განსაკუთრებული პირობებია დადგენილი.

9. ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის მინიჭების პირობები, შესაბამისი ავტორიზაციით სარგებლობის წესი, აგრეთვე იმ საქონლის ნუსხა, რომელზედაც არ ვრცელდება ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის ფლობასთან დაკავშირებული გამარტივებული პროცედურები, განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

1. A tax authority, if necessary after having consulted with other competent bodies, shall grant a tax payer the status of authorised economic operator according to the provisions under paragraph 3 of this article.

2. An authorised economic operator shall enjoy the simplified customs control and/or simplified customs regulations with respect to safety and security.

3. The status of authorised economic operator may be granted to a tax payer if he/she meets the following conditions:

a) his/her activity complies with the tax legislation of Georgia;

b) he/she has a commercial and/or transportation accounting management system that ensures implementation of an appropriate customs control;

c) he/she is solvent;

d) he/she has an appropriate safety and security standard.

4. Conditions for obtaining the status of authorised economic operator, the procedure for enjoying the simplified customs regulations, and the list of goods to which the simplified customs formalities do not apply shall be defined by an order of the Minister of Finance of Georgia.