მუხლი 223. დაბრუნებული საქონლის დაბეგვრა / Article 223 - Taxation of returned goods

1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანილი საქართველოს საქონელი (გარდა გადამუშავებული საქონლისა) იდენტიფიცირების შემთხვევაში შესაძლებელია დაბრუნებულ იქნეს დეკლარირებიდან 3 წლის ვადაში (ხოლო დროებით, დაბრუნების პირობით გატანილი საქონელი − ნებისმიერ დროს), იმპორტის გადასახდელების გადახდის გარეშე.
2. ამ მუხლით განსაზღვრული იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან გათავისუფლება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დაბრუნებულია იმავე მდგომარეობაში, როგორშიც იყო საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას.
3. გადამუშავებულ საქონელზე, რომელიც შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციის გამოყენების შემდეგ გატანილ იქნა საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან და უცვლელ მდგომარეობაში ბრუნდება, იმპორტის გადასახდელების ოდენობა განისაზღვრება ამ კოდექსის 235-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
4. საქართველოს ტერიტორიიდან ექსპორტით გატანილ საქართველოს საქონელზე (გარდა გადამუშავებული საქონლისა), რომელზედაც განხორციელდა გადამუშავების ოპერაცია და რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ბრუნდება დეკლარირებიდან 3 წლის ვადაში (ხოლო დროებით, დაბრუნების პირობით გატანილი საქონელი − ნებისმიერ დროს), მისი იდენტიფიცირების შემთხვევაში, იმპორტის გადასახდელები განისაზღვრება ამ კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.
5. საქართველოში რეგისტრირებულ, საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან დროებით გატანილ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელზედაც განხორციელდა გადამუშავების ოპერაცია, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დაბრუნებისას იმპორტის გადასახდელები განისაზღვრება ამ კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.

1. Georgian goods (except for processed goods) exported from the customs territory of Georgia, if so identified, may be returned within a period of three years after declaration (and goods exported temporarily, on the condition of return – at any time), without payment of import duty.

2. Relief from import duty under this article may be granted only if the goods are returned to the customs territory of Georgia in the same condition they were when being exported from the customs territory of Georgia.

3. The amount of import duty for processed goods that, after having been placed under an inward processing procedure, have been exported from the customs territory of Georgia, returned in an unchanged condition, shall be determined according to Article 235(2)(b) of this Code.

4. The import duty for Georgian goods exported from the territory of Georgia (except for processed goods), that were placed under a processing procedure and that are returned to the territory of Georgia within a period of three years after being declared (and goods exported temporarily, on the condition of return – at any time), if so identified, shall be determined according to Article 236(2) of this Code.

5. The import duty for a transport vehicle registered in Georgia and temporarily moved out of the customs territory of Georgia that was placed under a processing procedure, shall be determined upon its return to the customs territory of Georgia, according to Article 236(2) of this Code.