მუხლი 220. საქონლის გაშვება / Article 220 - Release of goods

1. თუ საბაჟო დეკლარაციის შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ სრულადაა დაცული საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები, საქონელი დაუყოვნებლივ გაიშვება.
2. ერთი საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონელი გაშვებული უნდა იქნეს ერთდროულად, გარდა გამონაკლისი შემთხვევისა, რომელზედაც გადაწყვეტილებას იღებს საგადასახადო ორგანო.
3. თუ ერთი საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებულია სხვადასხვა სახეობის საქონელი, საქონლის თითოეული სახეობა ითვლება ცალ-ცალკე დეკლარირებულად.
4. საქონლის გაშვება არ გამორიცხავს საბაჟო კონტროლისა და საბაჟო ზედამხედველობის ვადის გაგრძელებას.

1. If the verification determines that a Customs Entry fully complies with the legislation of Georgia, the goods shall be released immediately.

2. Goods declared under one Customs Entry shall be released concurrently, except for decisions which shall be made by the tax authority.

3. If different types of goods are declared under one Customs Entry, each type of goods shall be deemed as separately declared.

4. Releasing goods does not preclude prolongation of the period of customs control and customs supervision.