მუხლი 219. საბაჟო კონტროლისაგან გათავისუფლება / Article 219 – Exemption from customs control

1. საბაჟო კონტროლს არ ექვემდებარება საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პარლამენტის წევრი, საქართველოს მთავრობის წევრი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, გენერალური აუდიტორი , საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელი და დიპლომატიური რანგის მქონე პირი, მათი თანმხლები ოჯახის წევრი და პირადი ნივთები, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა .
2. საბაჟო კონტროლს არ ექვემდებარება საქართველოში სხვა სახელმწიფოს დიპლომატიურ და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობათა დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი (გარდა საქართველოს მოქალაქეებისა), მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით, და მათი პირადი ნივთები, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
3. საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთისას აკრძალულია სხვა სახელმწიფოს დიპლომატიური ფოსტისა და საკონსულო ვალიზას გახსნა ან დაკავება. შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია მოითხოვოს საკონსულო ვალიზას დიპლომატიური წარმომადგენლობის უფლებამოსილ პირთა თანდასწრებით გახსნა. საკონსულო ვალიზას გახსნაზე უარის მიღების შემთხვევაში იგი ბრუნდება.
4. დიპლომატიურ ფოსტასა და საკონსულო ვალიზას უნდა ჰქონდეს თვალსაჩინო გარეგნული განმასხვავებელი ნიშანი.
5. საბაჟო კონტროლისაგან გათავისუფლება არ ნიშნავს დარღვევის შემთხვევაში პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებას.

1. The President of Georgia, the Head of the Apostolic Autocephalous Orthodox Church of Georgia, the Chairman of the Parliament of Georgia, the Prime Minister of Georgia, a member of Parliament of Georgia, a member of the Government of Georgia, the Chairman of the Supreme Court of Georgia, the Chairman of the Constitutional Court of Georgia, the General Auditor, the Public Defender of Georgia, a member of the Board of the National Bank of Georgia, a Head of Georgian Diplomatic Mission abroad and a person having a diplomatic rank, a family member accompanying him/her, and their personal effects shall not be subject to customs control, except in the cases provided for by the legislation of Georgia.

2. The diplomatic and administrative-technical personnel (except for Georgian citizens) of diplomatic missions of a foreign state in Georgia and of representations equated with them shall not be subject to customs control, except in the cases provided for by the laws of Georgia.

3. It shall be prohibited to open or seize a foreign state’s diplomatic mail or diplomatic pouch when they are crossing the customs border of Georgia. The Revenue Service may request opening of a diplomatic pouch in the presence of an authorised persons of the diplomatic mission concerned. In the event of a refusal to open the diplomatic pouch, it shall be returned.

4. The diplomatic mail and diplomatic pouch shall have a visible external distinguishing mark.

5. The exemption from customs control shall not imply release from liability in the event of any violation.