მუხლი 218. საბაჟო დეკლარაცია / Article 218 - Customs Entry

1. საქონლის გაფორმების მიზნით წარდგენილი უნდა იქნეს საბაჟო დეკლარაცია, რომლის საფუძველზედაც განისაზღვრება სასაქონლო ოპერაცია.
2. რეგისტრაციის დღიდან საბაჟო დეკლარაცია არის იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
3. საერთაშორისო საჰაერო, სარკინიგზო და საზღვაო რეისების განსახორციელებლად ამ ტრანსპორტზე მიწოდებული, მგზავრებისა და ეკიპაჟის წევრებისათვის საჭირო სამომხმარებლო საქონელი, რომელიც განკუთვნილია მათი პირადი მოხმარებისათვის ან მათზე სარეალიზაციოდ, აგრეთვე ზემოაღნიშნულ ტრანსპორტზე მისი ექსპლუატაციის ნორმალური პირობებისათვის ატანილი წყალი, საწვავი და საცხებ-საპოხი მასალები (გარდა სათადარიგო ნაწილებისა და მოწყობილობებისა) არ ექვემდებარება ამ კოდექსით დადგენილი წესით დეკლარირებას.
4. რეგისტრირებულ საბაჟო დეკლარაციაში შესაძლებელია ცვლილებები შეტანილ იქნეს:
ა) საქონლის გაშვებამდე, საგადასახადო ორგანოს ინიციატივით, საბაჟო დეკლარაციის შემოწმებისას, თუ დადგინდა ამ დეკლარაციაში არასწორი მონაცემის არსებობა;
ბ) საქონლის გაშვებამდე, დეკლარანტის ინიციატივით, თუ საგადასახადო ორგანოს არ შეუტყობინებია დეკლარანტისთვის ამ საბაჟო დეკლარაციის შემოწმების განზრახვა ან არ დაუდგენია დეკლარირებული მონაცემების მცდარობა;

გ) საქონლის გაშვების შემდეგ, დეკლარანტის ინიციატივით, საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების ჩატარების შესახებ საგადასახადო ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილების ჩაბარებამდე, საგადასახადო შემოწმების ჩატარების შესახებ სასამართლოს ან საგადასახადო ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილების ჩაბარებამდე, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენამდე ან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შემოწმების ან დოკუმენტური/ბუღალტრული რევიზიის დანიშვნამდე.

5092-IIს 01/06/2016

გ) საქონლის გაშვების შემდეგ, დეკლარანტის ინიციატივით, საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების ჩატარების შესახებ საგადასახადო ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილების ჩაბარებამდე, საგადასახადო შემოწმების ჩატარების შესახებ სასამართლოს ან საგადასახადო ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილების ჩაბარებამდე ან საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენამდე.



5. საბაჟო დეკლარაციაში ჯამური საგადასახადო ვალდებულების თანხის გაანგარიშება ხორციელდება სრულ ლარებში. ამ მიზნით 1 ლარამდე საგადასახადო ვალდებულება ნულდება.


1. In order to clear goods, a Customs Entry shall be presented, based on which a customs procedure shall be defined.

2. From the day of filing, the Customs Entry shall be a document evidencing the facts of legal significance unless otherwise provided for by this Code.

3. Consumer goods delivered on board international air flights, train trips or sea voyages for personal consumption of passengers and the crew, or intended to be sold to them, as well as water, fuel and lubricants (other than spare parts and equipment) carried on board for ensuring normal operating conditions, shall not be subject to declaration in the manner provided for by this Code.

4. A filed Customs Entry may be modified:

a) before goods are released, on the initiative of a tax authority, while checking the Customs Entry, if wrong data is identified on the entry;

b) before goods are released, on the initiative of a declarant, if a tax authority has not informed the declarant of the intention to check the Customs Entry or has not identified any erroneous data declared;

c) after goods are released, on the initiative of a declarant, before the decision of a tax authority on conducting an inspection subsequent to release of goods has been communicated, before the decision of a court or tax authority on conducting a tax audit has been communicated, or before drawing up of a tax offence report.

5. The total amount of tax liability in a Customs Entry shall be calculated in whole GEL. For this purpose, any tax obligation under 1 GEL shall be rounded to zero.